Friday, October 29, 2010

What's on our minds? შეკითხვა რომელსაც ყოველ დღე ვპასუხობთ.

სულ სხვა რაღაცეების წერის ხასიათზე ვარ მაგრამ ეს პოსტი უკვე ჩაფიქრებული მქონდა და ბარემ დავწერ.

წუხელ ვათვალიერებდი ჩემს FB–ს და რამოდენიმე სტატუსი მომხვდა თვალში. მერე აღმოვაჩინე რომ არიან ადამიანები რომლებსაც სულ რომ არ შევხედო სახელზე და ფოტოზე ისე მივხვდები სტატუსით ვინ რომელია.

“What is on your mind” ამას ყოველდღე გვეკითხება ჩვენი პროფილი და ჩვენც თითქმის არასოდეს ვარიდებთ პასუხს თავს. ვწერთ ათასგვარ სისულელეებს და სიბრძნეებს, ვუზიარებთ მომხდარ ამბებს მეგობრებს და საჯაროდ ვეჩხუბებით სიბრაზის ობიექტებს.
ვფიქრობ სოციალურ ქსელში ყველაზე მაგარი ისაა რომ მარტო არასდროს ხარ. ყველაზე მარტოსულ ადამიანსაც კი ექმნება იმის ილუზია რომ მისი + – 1200 მეგობარი მართლა მეგობარია და ბავშვ მოანათვლინებს როცა ეყოლება :). ეს რა თქმა უნდა ასე არაა მაგრამ ახლა სტატუსებს მივხედოთ.

აი როგორები არიან ჩემი Fრენდები:

Fრენდი რომელიც ყოველთვის საინტერესო სიახლეებს გვამცნობს თავისი სტატუსებით (ჟურნალისტია და რა ქნას), თანაც ისეთი იუმორით რომ დაგხოცავთ სიცილით.

Fრენდი რომელიც ათასში ერთხელ თუ დაწერს რამეს და ისიც დაახლოებით ასე ჟღერს ‘აუ რა უაზროდ ვარ’, ‘bored’, ‘(მიმართავს ვინმეს) გამო რა ჩემთან დღეს’.....

Fრენდი რომელიც თავის პოსტში ყოველთვის რამოდენიმე კაცს თაგაცს და ერთი დიდი მეგობრული გადაძახილ–გადმოძახილ–ხმაური გამოსდის პროფილზე (და შესაბამისად ჩემს home-ში). რატომღაც მისი პოსტები სულ ტელე ღიპუცების სალამს მაგონებს, ოთხივე ღიპებით რომ ეხეთქებოდა ერთმანეთს.

Fრენდი რომლის სტატუსებიც ან წიოკობს, ან წკმუტუნებს, ან გვაუწყებს ისეთ ‘უწი–პუწიებს’ როგორიცაა ‘ბუშტი გავბერე და გავუშვი :დანცე: :დანცე: :ტაში: :ტუში:’ (ნუ ზუსტად ეს ფრაზა მგონი არასოდეს დაუწერია მაგრამ სტილი დაცულია).

Fრენდი რომლის მეგრული იუმორის მოკლე მაგრამ გადასაფიჩინებელი პოსტები მგონი ყველაზე მეტად მიყვარს. FB-ში ჩემი ერთ–ერთი პირველი მეგობარი იყო და მისი სტატუსები დღეს დანარჩენ 335 მეგობარს შორისაც ისეთივე გამორჩეულად მხიარულია როგორც მაშნ როცა სულ 10 კაცი იყო.

Fრენდი რომელიც ყოვე დღე 1 სიტყვას ან მოკლე ციტატას წერს და მასში მთელ რომანს ან 1 კვირის ამბავს უყრის თავს. ცნობიერების ნაკადის ტექნიკა ისე აქვს დამუღამებული რომ თომას მანსაც კი შეშურდება (და ფშიბისლავ ჰიპეს თვალებს დაუბნელებს :))))

Fრენდი რომელიც მეტწილად ცუდ ხასიათზეა და მისი სტატუსებიც ველადაა გაჭრილი გახელებული მიჯნურივით :).

მე კი მგონი მათგან დიდად არ განვსხვავდები. რას არ ნახავთ ჩემ სტატუსებზე. (აი მაგალითად ეხლა მიწერია: „Я перелётная птица, счастья ищешу в пути . . .“) ხან ღაღაცას ვიკითხავ და მიპასუხებენ... შემდეგ რაღაც მოვლენას გავაკრიტიკებ ან დავცინებ (ოღონდ ბოროტად არა).... მერე დღის განწყობას გამცნობთ ... ან სულაც მეც ‘შპაკატში ჩავჯდები’ თქვენსავით.

Sunday, October 17, 2010

სოფიაფილოსოფია (1)


“I say to the writers, please keep writing for us, we're very interesting.”

 კინოშიც და წიგნებშიც აუცილებლადაა ერთი მთავარი პერსონაჟი, დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი. ადრე, კომუნისტების დროს წიგნის მთავარ მოქმედ პერსონაჟებს 'გმირს' ეძახდნენ მაგრამ ჩემი აზრით ეს იმ დროინდელი 'გმირის' კულტის ბრალი იყო. სინამდვილეში გმირი, ამის პირდაპირი მნიშვნელობით ალბათ ძალიან ცოტა პერსონაჟი მოიძებნება ლიტერატურაშიც და კინემატოგრაფიაშიც.

 არც ცხოვრებაში ვართ სუპერმენები და ქალი კატები.... პრინციპში ფილმები გმირებზე  მოსაბეზრებელია. ერთხელ შეიძლება გაერთო მაგრამ აი მის სიქველს რომ გადაიღებენ უკვე იძახი WTF. წიგნებშიც ასეა, კიდევ კარგი 'ბეოვულფი  2' არ დაწერეს თავის დროზე.

 თუ დაკვირვებიხართ, ყველანი პერსონაჟები ვართ. აი -მე- მაგალითად ჩემი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი ვარ. მყავს მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები და მაქვს რამოდენიე თემატური მუსიკაც რომელსაც საკუთარ ცხოვრებას ვამსგავსებ შინაარსით, რიტმით ან მელოდიით... მაქვს ჩემი ჟანრიც (ნუ იმის გამო რომ აშკარად სცენარის ავტორი/მწერალი, ძალიან ჭკვიანია, ერთი კონკრეტული ჟანრის ნაცვლად რამოდენიმე შემეფერება და ისინი ხშირად ერთმანეთში გადადიან).

 მე აქ უბრალოდ მაგალითი ვარ: მთავარი პერსონაჟი შენც ხართ შენს წიგნში თუ ფილმში და თუ დაუფიქრდები (...გარკვეულწილად ამ მიზანს ემსახურება ეს პოსტიც) შენს თემატურ მუსიკას, მეორე ხარისხოვან პერსონაჯებს და ჟანრებსაც იპოვი. მოკლეთ ერთი კარგი თრაილერი კი გამოვა ამ ყველაფრიდან :)))))).

 ბევრ ადამიანს ვიცნობ ვისაც იდეალიზებული ყავს პერსონაჟები და ფილმები, ცდილობს მისი ცხოვრებას იმ სიუჟეტის ჩარჩოებში ჩაჯდეს მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოდის. ეს შეუძლებელი აიმიტომ რომ ის რასაც ეკრანზე ვხედავთ ან წიგნებში ვკითხულობთ მხოლოდ ცხოვრების ბაძვა და ასე ვთქვათ ჩვენი მეორადი გამოცდილებაა. წიგნები და ფილმები ჩვენგან იქმნება და იძერწება და არა პირიქით.

 ერთ უცნაურობას დავაკვირდი: იდეალური პერსონაჟები გამაღიზიანებელია.  ძალიან კეთილები და ლამაზები არ გვინდა ხოლმე. საქმე იმაშია რომ გვიყვარს როდესაც პერსონაჟი გვგავს, ჩვენსავით ცოდვილია და ასე ვთქვათ აქ ამ პლანეტაზე ცხოვრობს. არ აქვს ქერა გრძელი თმა, ლურჯი თვალები, პატარა ცხვირი და მიამიტი ბავშვური გამოხედვა. არ არის უნაკლო პრინცესა, ფერია რომელსაც აღმერთებენ. გარკვეული ასაკის მერე ამ ყველაფრის  უბრალოდ აღარ გვჯერა. გარანტიას გაძლევთ ასეთი ქალი პერსონაჟის გვერდით ნებისმიერი ესმერალდას ტიპაჟი  ქალი  უფრო მოგვეწონება. :)))).

 კინო და ლიტერატურული ისტორიები მართლაც მიმზიდველია მაგრამ ისინი მხოლოდ ჩვენ ცხოვრებას ალამაზებენ და მათი საშუალებით კარგად ვისვენებთ ხოლმე, მეტი არაფერი.  მერე რა თუ დაძაბულ მომენტში მუსიკა არ ისმის და წვიმა მაშინ არ იწყება როცა ვიღაცის კოცნა გვინდა :))))..... CHEERS, შენ  მთავარი პერსონაჟი  ხარ და ამაში ვერავინ შეგეცილება. აი ხომ ხედავ ეს პოსტიც შენთვის დაიწერა......

Friday, October 15, 2010

ამბავი უცნაურ ეტლში გაჭედილ მთვარეზე

ლიმნიანი ჩაი მიდევს გვერდით და კექსი რომელსაც ქიშმიშები წინასწარ სახელდახელოდ ამოვაცალე (უკვე სპეცი ვარ ამ საქმეში). დამღლელი დღის ბოლოს მივუჯექი ჩემს ყველაზე პირადულ ბლოგს და ვწერ.

დღეს ჩემს მეგობარს, ყველაზე კარგ ნინოს ვეუბნებოდი მგონი ჩვენი პლანეტა ბლოგინგის ეტლში შევიდა და იმიტომ ვწერთ ამ ბოლო დროს ამდენსმეთქი. ცნობისათვის ორივე თევზები ვართ, ძალიან განსხვავებულები მაგრამ ამავდროულად უჰ, ძაან ერთნაირები :).

მეგობრებზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე. სალოზე ყველაზე მეტს, მაგრამ ახლა სხვები მიტრიალებენ თავში (იმას რა უჭირს ).

ერთხელ ფსიქოლოგიის ლექციაზე, მაშინ როცა ლექტორი ბავშვის განვითარების ეტაპებზე გურული კილოთი გვიყვებოდა, სალიმ მითხრა რამე დახატე რაც პირველი მოგაფიქრდება და მე გაგიანალიზებო. იცით რა შემომეხატა? - ძაღლი. ხოდა ჩემმა ჭკუის კოლოფა დაქალმა დიაგნოზი დამისვა, მეგობრის გვერდში დგომა გჭირდებაო.

ალბათ ეხლაც რაღაცა მჭირდება მეგობრებისგან და იმიტომ მახსენდება სხვადასხვა ეპიზოდები მათთან ურთიერთობაში. პრინციპსი გასაკვირი არცაა. აი გზაჯვარედინზე ვდგავარო რომ ამბობენ იქ ვდგავარ მეც.

ძალიან ბევრი მოტივატორი მყავს ირგვლივ (დემოტივატორები კი უფრო მეტ მოტივაციას მიჩენენ ხოლმე). ერთხელ გუგლში წავიკითხე როდესაც რამის გაკეთებას აპირებ და გგონია ვერ შეძლებო წარმოიდგინე შენში ორი ლომი ებრძვის ერთმანეთს, ოქროსფერი და შავიო (ნუ რომელი რომელია კი მიხვდებით თქვენით). იქნება თქენ მაინც გამოიყენოთ გუგლის ეს სიბრძნე რამეში, თორემ მე დიდად ვერაფერში მადგება :).

შორენაა ლომი. ზოდიაქოთი რა თქმა უნდა. იცით როგორ ბრაზდება ხოლმე? შუბლზე ეწერება: "ჰმ, როგორ გამიბედეს" :). ძაან საყვარელია, სულ ცდილობს იზრუნოს ჩემზე. ერთხელ გვიანობამდე რაღაც მასალას ვამონტაჟებდი და უცებ ჭიქას მაწვდის. ეს რა არისმეთქი და აჰა შენ, წეღან წყალი დავლიე და ვიფიქრე სოფოსაც ენდომებაო და ქვემოდან ამოგიტანეო (აი წყლის მომწოდებელი მყავსთქო მე უნდა ვთქვა)। არ მინდოდა მაგრამ მაინც დავლიე :) .

აი კახაც ძაან მზრუნველია და მაგაზე ვბრაზდები ხოლმე. გოგო რომ იყოს დედას მაგას დავუძახებდი შორენას მაგივრად. :) ალბათ იმიტომაა ასეთი ჩემზე უფროსი რომაა। სულ მუშაობს და როცა ჩემთვის არ ცალია სულ ვეწუწუნები მომაქციე ყურადღებათქო, । მერე რომ მოიცლის ვჭორაობთ და ვჭორაობთ. ჩემზე არასოდეს გაბრაზებულა, არადა რამოდენიმეჯერ ნამდვილად ვიმსახურებდი. ყოველთვის მე ვეჩხუბები და ის მისმენს. მერე უცებ ისეთ რაღაცას იტყვის, მშვიდი ტონით რომ სიცილი მიტყდება. ასე მარტო კახა მაცინებს :))))))) ბიჭები, რომლებსაც ვხვდებოდი, იმათი სახელები ერევა და დიდი დომხალი აქვს თავში ამ მხრივ, არადა ყველაფერი ორჯერ ორი ოთხია :))))))))))))))))))))).

სკოლის პერიოდში ერთი მეგობარი მყავდა, ია ერქვა (ქვია კიდეც). ვერ წარმომედგინა რის გამო შეიძლებოდა ოდესმე მეგობრები არ ვყოფილიყავით მაგრამ ფაქტია რომ აღარ ვართ. კლასში ყველაზე ლამაზი თმა ქონდა და ყველაზე მაგარი ჯინსები ეცვა ხოლმე. არ მახსოვს რაზე ვიჩხუბეთ მაგრამ ძაან ვიჩხუბეთ და მერე ნელ-ნელა გაქრა თვალთახედვის არიდან. როცა შევრიგდით ასე ვუთხარი: ქოთანი როცა გატყდება როგორც არ უნდა შევაწებოთ მაინც გაბზარული დარჩებათქო.

ხოდა ისე აგიხდეთ ყველაფერი როგორც ეს სიტყვები აგვიხდა. ახლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება ჩემი ყოფილი მეგობარი და ორი შვილის დედაა უკვე , მაგრამ...... ჩემი BFF აღარაა ;).

გაბზარული ნივთები ჯერ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას გვიჩენს მერე კი ხელს ვკიდებთ და სადღაც თვალისთვის მიუწვდენელ სათავსოში ვაგდებთ.

....... და თურმე დღეს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო 112/5 ხმით…... მასკის პროგრამა 2010 დაწყებულა.... იმედზე ახალი საინფორმაციო სეზონი დაიწყო, არადა იხურებაო იძახდნენ, გუშინ მაია ასათიანმა რეები იბოდიალა?...... ნეტა რა ღირს რუსთავი 2ზე რეკლამა? Fუ როდემდე უნდა წვიმდეს..........

არა რაღაც უცნაურ ეტლში სევიდა თევზების ზოდიაქო აშკარად :))))))))

Wednesday, October 13, 2010

შიშების სია გუგლში

ცოტა ხნის წინ რატომღაც დამაინტერესა რამდენად გრძელი იყო ადამიანებში არსებული ფობიების სია (ადრე ამით მე და სალოც დავინტერესდით). ვინ თუ არა Google-მა ზუსტად მომცა ამაზე პასუხი. სია საკმაოდ გრძელი იყო თუმცა მას იქვე ერთი ხელის დაჭერით ჩამოსაშლელი ფილიების ლისთი სრულად აბალანსებდა. კიდევ კარგი ყველა ფობიას აქვს თავისი საპირისპირო ფილია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს უკანასკნელი უფრო სასაცილოდ ჟღერს. (მაგალითად ვერ გავიგე რატომ უნდა უყვარდეს ადამიანს ცოფიანი ცხოველები). აი ზოგიერთი ადამიანური უცნაურობა.

ლოდოქსაფობია - სხვისი აზრის შიში.

ვესტიფობია - ტანსაცმლის შიში. როდესაც საკუთარი შარვალი გულს გიხეთქას ადამიანს :)

აუტოფობია - მარტო დარჩენის შიში. უი ეს მე მჭირს. არ მიყვარს როცა სამსახურში ან სასწავლებელში ყველა მორჩება საქმეს ჩემს გარდა და მე მარტო უნდა დავრჩე. ასევე ბავშვობიდან მანქანიდან რომ გადადის ყველა მე უკნიდან ვაწვები ხალხს და დროზე მინდა გადახტომა. ვაი და დავრჩეეეე????!!!! :)))))))

ცირიანოფობი/ცირიდოფობი/ციპრიდოფობი/ციპრინოფობი/ციპრიფობი - ყველა მათგანი შეგიძლიათ უწოდოთ კაცს რომელსაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალების ეშინია....

....ჰმ, უარესებიც არსებობს - გინეფობია - ეს ზოგადად ქალების შიშია.
იატროფობია - ექიმებთან მისვლის თუ გეშინიათ ესეიგი ეს თქვენ გჭირთ. პრინციპში ვერც გაგამტყუვნებთ.

გიმნოფობია - ამ ფობიის ადამიანს ალბათ ჩაცმული სძინავს და შხაპსაც ჩაცმული იღებს რადგან გიმნოფობებს სიშიშვლის ეშინიათ. :)))))))))

(აი ახლა კი ჩემი საყვარელი ფობია) პენტერაფობია - ეს სიდედრის შიშია :)))))))))) (უჰ, ოხერი რაღაცაა ძაან). :)))

ფობების გვერდით არიან ძალიან უცნაური ფილებიც მაგალითად ატომოსოფილები-ადამიანები რომლებიც 45-ში ალბათ ხიროსიმაში ან ნაგასაკში იყვნენ და ეტყობა გაუტკბათ (აბა სხვა რა ვიფიქრო)- ისინი ატომური აფეთქებების მოყვარული ხალხია :)))))).


კატაგელოფილებს
უყვართ როცა დასცინიან (ჰაჰაჰა), ქსენოგლოსოფილებს უცხო ენები, გენოფილებს სექსი(პრინციპში აქ არაფერია უცნაური მაგრამ მაინც, იცოდეთ რომ არსებობს და ეს ქვია), ხოლო გამოფილებს ქორწინება უყვართ.

მოკლეთ კიდევ ბევრ რამეზე სეიძლება იცინონ 'სიცილოფილებმა' მე კი მადლობელი ვარ ყველასი ვისაც ლოგიხომექანოფობია ანუ კომპიუტერების შიში არ გჭირთ და ჩემი პოსტი წაიკითხეთ. :)

Wednesday, October 6, 2010

Many მე

'ერთი, ორი, სამი..... ბევრი'. ეს ჩემი საყვარელი დათვლის ხერხია. არასოდეს მყოფნიდა ნებისყოფა დამალობანას თამასშის დროსაც კი დამეთვალა ბოლომდე.... ვიხილები და მოვდივააააარ. . . რაო? სულსწრაფიო? ჰმ, შესაშური მოთმინებით შემიძლია ველოდო ქუჩაში ტრანსპორტს, მეგობარს, რესპოდენტს ინტერვიუმდე და ასე შემდეგ. ბევრნაირი ვარ, ისეთიც და ასეთიც, შენნაირიც და სრულიად საპირისპიროც.

ხან ქუსლებზე ვდგავარ, ხანაც კეტებით ვახტები უზარმაზარ გუბეებს ქუჩაში.
არ ვიცი როგორი ამინდი მიყვარს ხან წვიმა მიხარია, ხან მზე, ქარი კი არასდროს.
გეგმები არ მაქვს, მხოლოდ ოცნებები.... არადა ხანდახან ასე მგონია ჩემი ცხოვრება რაღაც დიდი კაპიტალური გეგმის მიხედვით ვითარდებათქო.
გარეგნულად თითქოს პეპლებს და ყვავილებს ვეტრფი, შიგნიდან? - დავცინი ასეთებს.
ძველ მეგობრებში ყველაზე უფროსს ვგავარ, ახლებში ვცდილობ ყველაზე პატარად დავრჩე
ვბრაზდები ხოლმე. და ვყვირი, სკანდალებს ვაწყობ, ქუჩაში (ერთხელ ბაზარშიც).... მერე კი მთელი ცხოვრება სინდისი მაწუხებს სიბრაზის ობიექტის გაფართოებული თვალები რომ მახსენდება.
არ მიყვარს ცხოველები ძ ა ღ ლ ე ბ ი. სამაგიეროდ მიყვარს კატისებრთა ოჯახის მტაცებლები.
სულ კარგ ხასიათზე ვარ. ცუდზეც ვარ მაგრამ არ ვიმჩნევ ვინმეს რომ არ გაუხარდეს.
სულ ხალხში მინდა ყოფნა.... ზოგჯერ კი ვნატრობ ყველანი ერთბაშად გაჩუმდნენ
არასოდეს მიოცნებია თეთრ ცხენზე ამხედრებულ სისულელეებზე, თუმცა ამ საკითხზე აგორებულ კამათში ყოველთვის 'მეოცნებეების ინტერესებს ვიცავ'.
არ მჯერა ცრურწმენების და ჯადოქრების. რიჟას რომ დავინახავ ყოველთვის ვბრწკენ გვერდით მყოფ ადამიანს, მაგრამ ეს თამაშს უფრო ჰგავს ვიდრე რამის რწმენას.
არ ვსვამ.... ვთვრები როცა თვრებიან.
არ მიყვარს მხატვრული ნაწარმოებების წერა..... ბავშვობიდან ვწერ იმაზე რაც არ მიყვარს.
მიყვარს ლიტერატურა. ვერ ვიტან ენათმეცნიერებას და მისთანებს.
მიყვარს ზღვა. ცურვა არ ვიცი.
სულ ვიძახი აღარაფერს დავწერ ბლოგზეთქო. მაინც მეწერინება.