Sunday, February 14, 2010

საოცრად სასარგებლო რჩევები :)


ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიყვარული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ეიფორია და დეპრესია, მღელვარება და პასიურობა, დაბნეულობა და მთების გადაგორების სურვილი ახასიათებს. ავადმყოფობაა თუ არა, ფაქტია - სიყვარულს მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. შეყვარებულისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყოვლისმომცველი გრძნობა ყოველთვის დადებით ემოციებს როდი აღძრავს, მეტადრე მაშინ, როდესაც ჩვენ გვიყვარს, მას კი არა, ან ჩვენ კვლავ გვიყვარს, მას კი უკვე აღარ. ასეთ დროს ყველაზე მგზნებარე ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოდის და სრულიად პარალიზდება.



როგორ მოვიქცეთ?



რჩევა პირველი

2-3 დღე იდარდეთ და ცრემლები ღვარეთ, მერე კი მთელი ნეგატიური ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ. ეს ფროიდისეული სუბლიმაციის მეთოდია, როცა სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისკენ მიმართვა ადამიანს წარუმატებლობისგან თავის დაღწევაში ეხმარება.



მომხდარი ლოგიკურად გააცნობიერეთ, მშვიდად და ობიექტურად შეაფასეთ მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. სიყვარული ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობაა - კარგავთ უამრავ დროს, ნერვებს, ძალას, ფულს, მეგობრებს, სამსახურს, სანაცვლოდ კი არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებს იღებთ. უხმეთ ღირსებას - განა ამას იმსახურებთ?!



თავიდან მოიცილეთ შავბნელი ფიქრები, დაიწყეთ იმის კეთება, რასაც მგზნებარე რომანის გამო კარგა ხანია ვერ მოაბით თავი. ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არც დაგღლით და არც გაგაღიზიანებთ. წარმატების შემთხვევაში მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია. უიღბლო სიყვარულ უწინდელივით მძიმე და დამთრგუნველი აღარ მოგეჩვენებათ.



რჩევა მეორე



პასტერის მეთოდი



ლუი პასტერს დაავადებათა საწინააღმდეგოდ ორგანიზმში ინფექციის დასუსტებული გამომწვევები შეჰყავდა, რომელთა მიმართაც ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებდა. თუ სიყვარული სრულფასოვანი შრომის საშუალებას არ გაძლევთ, მიეცით გრძნობას გასაქანი, იპოვეთ სხვა ობიექტი და დაუოკებელი ვნება მისკენ მიმართეთ. ასე დამცავი ვაქცინის დოზასაც მიიღებთ და აღარც წარსულ გრძნობაზე ფიქრი გაგაწამებთ. ოღონდ ზომიერება არ დაკარგოთ, თორემ შესაძლოა, ახალი ურთიერთობა ახალი ტანჯვის წყაროდ გექცეთ.




რჩევა მესამე


დერომანტიზაცია



უიღბლო სიყვარულს განსაკუთრებული სიმწვავით ძლიერ რომანტიკული ადამიანები განიცდიან. ისინი სხვებზე მეტად ახდენენ სიყვარულის იდეალიზებას და ყოველგვარი დაბრკოლება უდიდეს ტანჯვას აყენებთ. თუ თქვენც ასეთი ბრძანდებთ, სასწრაფოდ შეიცვალეთ სამყაროს შესახებ რომანტიკული წარმოდგენა და უპასუხო სიყვარულსაც სხვა თვალით დაინახავთ.



რჩევა მეოთხე


გონს მოდით



ნუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სიყვარული უკვდავია, რომ გულს ვერ უბრძანებ, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება წრფელად გიყვარდეს. ასეთი ფრაზები ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების შეგონებებს წააგავს, რომელთაც მავნე ჩვევასთან გამოთხოვება არ სურთ. დადექით გრძნობაზე მაღლა, სძლიეთ ემოციებს და სულ მალე იამაყებთ საკუთარი თავით, რაც უპასუხო სიყვარულის ეფემერულ ხიბლზე გაცილებით მეტი სიამოვნების მომგვრელია.



რჩევა მეხუთე


მორჩით სიყვარულს!



შეწყვეტილი სიყვარული ჩვენი ცნობიერების ნაკადში `იჭედება~ და აზრთა ნორმალურ დინებას უშლის ხელს. ადამიანი გამუდმებით მასზე ფიქრობს, ფიქრებში სატრფოს ესაუბრება, ეჩხუბება, პატიობს... სწორედ ეს გვიშლის ხელს მუშაობაში, სწავლასა და ძილში. გამოსავალი სიყვარულის დამთავრებაა. აირჩიეთ მეგობარი, დაუჯექით პირისპირ, მოუყევით ყველაფერს, გაცნობიდან განშორებამდე, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ გრძნობებსა და ემოციებზე, ეცადეთ, ყოველივეს ოფიციალური მოხსენების სახე მისცეთ. `მოხსენების~ მეორე ნაწილი იმ გრძნობებს დაუთმეთ, რომლებიც ამ ურთიერთობისას განიცადეთ. მესამე ნაწილში გააანალიზეთ, რას განიცდით ამ წუთას და წერტილი დასვით. ნაკლები იფიქრეთ წარსულზე ჭამეთ ბევრი შოკოლადი. გჯეროდეთ, რომ მალე გავა ზამთარი და დადგება გაზაფხული ისევ აყვავდება ნუში, კვლავ შეგეყრებათ სიყვარულის სენი, მაგრამ ის ვეღარაფერს დაგიშავებთ - წარსული გრძნობის იმუნიტეტი დაგიცავთ.:)

Saturday, February 13, 2010

უცნობი ნაცნობი წერილები მხოლოდ ჩემთვის... უკანასკნელი წერილი.... 2წლის შემდეგ.....


ვარსკვლავები ისევ აციმციმდნენ ქალაქის თავზე უცბად...სიჩუმემ დაისადგურა,შემდეგ სიომ დაუბერა,დღესაც ისე როგორც სჩვევია ხოლმე...ნაზად და აუჩქარებლად,შემდეგ...

  თუმცა ეს ფრაზები ძალიან ბანალურია და შეიძლება მოსაბეზრებელიც.უბრალოდ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ხელში ისევ ფანქარი აღმომაჩნდა და გამარჯვება იზეიმა დაპირებული წერილის წერის სურვილმა..

  სიგარეტი,საფერფლე,ასანთი და მე..ხუთ წუთში ერთხელ ვმეგობრდებით და სიგარეტის სუნით ისეც გაჟღენთილი ოთახი ნისლში იძირება,ჩემს თვალებს კი ამ ნისლიდან რაღაც ფიგურები გამოჰყავთ,შემდეგ ეს ფიგურები ტვინში ხვდება.ტვინი მათ ნივთბად,გრძნობებად მოგონებებად აღიქვამს და თითოეულზე აგებს აზრს.მხოლოდ ამის შემდეგ ვცდილობ ამ აზრის ფურცლებზე გადმოტანას ზოგჯერ სიტყვების დალაგებით,ზოგჯერ კი წინადადებების..

  ერთ ღერსაც მოვუკიდებ მოვწევ და შევეცდები საკუთარი ტვინიდან გადავწერო ისტორია..ერთი პატარა სიყვარულის,რომელსაც დაგვიანებული მუზა ესტუმრა და თავის უკანასკნელ შედევრს ქმნის...ჩამავალ მზისფერ შემოდგომას..სადაც დაქანცული მოლბერტი ისევ ემსახურება პატრონს..მასაც დაქანცულს..ფუნჯი კვალს ტოვებს,პალიტრა ჭრელია,ვცდილობ გავაცოცხლო თნდაც ერთი წამი ამ პატარა სიყვარულის ისტორიიდან,წამი საოცარი სიჩუმისა საოცარაი განცდის. როგორც ყველა სიყვარულის ისტორია ესეც განსხვავებულია,განსაკუთრებული და ფრენაც შეუძლია..ყვითელი ფოთლებით სავსე ლამაზი ბაღი,ბაღის ზემოთ ისევ ყვითელი ფოთლებია ხოლო მათ ზემოთ მთვარე,მთვარე ჰორიზონტია ამ ისტორიაში და ეს ფრაგმენტი გაჟღენთილია მასში,დაბეჭდილია და შენახული საუკუნოდ...

   აქ არც ჩარჩოებია არც წესები და გმირიც მხოლოდ ორი...მე და ბუსუსა..პატარა და საყვარელი..

ბუსუსა ერთია..

ბუსუსა ლამაზია..

ბუსუსა გაზაფხულია..

ბუსუსა სიყვარულია...

ბუსუსა მუზაა,რომელიც ესტუმრა ხელოვნებას,მასზე ხომ გალაქტიონი წერდა და ბახი უკრავდა..

  რამდენი რამ შეიძლება ჩაატიო ერთ სიტყვაში მაგრამ მაინც რამდენი სიტყვა მჭირდება.კითხვები ყოველთის უფრო მეტია ვიდრე პასუხები მაგრამ კითხვები პასუხებს მაინც ელიან ყოველთის,პასუხები-სიტყვებს,სიტყვები-კოცნას..და ეს ყველაფერი მანამდე გრძელდებე სანამ ვიღაც ისევ კითხვებს არ დაუწყებს ლოდინს,როგორც ბავშვები დედას..ან დედა გაზაფხულს...

   რა აზრი აქვს ყვავილებით მოხატულ კედელს თუ ის იქით ისეც ყვავილებია.რა აზრი აქვს სიცილს თუ ისედაც სასაცილოა...სიყვარული კი ქაღალდშია გახვეული,როგორც კანფეტი და სხვა კანფეტებთან ერთად დახლზე თავის მყიდველს ელის...რადგან კედელზე დახატული ყვავილი იშვიათად ჭკნება, მხოლოდ მაშინ როცა სასაცილოზე აღარ ეცინებათ..ეს ყველაფერი ბუს ნაწილია იმ სამყაროსი რომელშიც გვიწევს ცხოვრება...

  გახსოვს...ერთხელ გითხარი მეშინია...შემიყვარდებითქო..მოვიტყუე..არეული და დაკარგული ვარ საკუთარ აზრებში..შემიყვარდი უკვე ოღონდ ღ მახსოვს როდის..ალბათ მაშინ როცა პირველად ჩაგხედე თვალებში..და ზუსტად მაშინ გამიჩნდა იმის შიში რისის ყოველთვის მეშინოდა და დღემდე მეშინია...რომ არასოდეს არ გადამიყვარდე...შენთან ისე მოვდიოდი როგორც სცენაზე გადიან ხოლმე მსახიობები...შნიღბულები და გადაცმულები...დღეს კი იმიტომ გეუბნები სიმათლეს რომ საგრიმიორო დაკეტილი დამხვდა და გუშინ დარბაზსაც დაავიწყდა ტაშის დაკვრა.....

  ბუს..უნდა წავიდე ..ისევ უნდა წავიდე რადგან ჩვენი სიყვარული განსხვავებულია და განსაკუთრებული..განსხვავებული ამ სამყაროს ჩარჩოებისაგან და ფრენაც შეუძლია ისევ...ამ სიყვარულისთვის ახალი სამყაროა შესაქმნელი სადაც სისხლიან ფონზე მზე კვდება და მთვარე ტირის..სადაც ხევები ღამეს ელიან,დედა კი ისევ გაზაფხულს..ქარი მუსიკაა ფოთლები მუსიკაზე ცეკვავენ, ლურჯი ტბა ცოტა ნასვამია და ძილს აპირებს,მასში კი ისევ ჩიტების გადაფრენის გაელვეა ირეკლება..თითქოს მიხატული აქვს როგორც იმ ქოლგას...

  სილამაზე,რომლის დანახვაც ასე გვიჭირს ადამიანებს რა ახლოს ყოფილა,თითქოს ხელითაც შეგვიძლია შევეხოთ,მაგრამ ვერ ვწვდებით.ეს დაახლოებით ისეა როგორც დურბინდში გახედვისას..ის სილამაზე კი რომელსაც სამყარო ქვია და რომელშიც გვიწევს ცხოვრება მხოლოდ ილუზიაა ამ სილამაზის და არ მინდა ამ ილუზიაში გაქრეს ჩვენი სიყვარული..აქ ხომ მუდმივი არაფერია..მხოლოდ უდაბნო სადაც ქვიშა მზეს ირეკლავს და გამუდმებით მოგზაურობს თითქოს ისიც ქარს ეცეკვება..ქვიშის ბორცვები კი უცბათ ორმოებად იქცევიან,სადღაც კი ისევ ახალი,ისევ დასაშლელად განწირული ბორცვები ჩნდება...არანაირი სიცოცხლის კვალი,ნაბიჯის შემდეგ ნაფეხურებიც ქრებაა..მასში არაფერია მუდმივი და ამიტომაა მუდმივი თვითონ უდაბნო...

   ყველაფერი რაც გვიყვარს რაც გვიხარია და ხანდახან რასაც შეუძლია რომ სევდა მოგვგვაროს გამოზომილად გვაქვს ამ სამყაროში,თუნდაც მზე,თუნდაც მთვარე თუნდაც წვიმა ან გაზაფხული..მაგრამ მაინც გვიყვარს,მაინც გვახარებს და მაინც ველით ყოველთვის..მერე რომ მოვა ამ ჩვენს მთელ დაგროვილ სიყვარულს ვუწილადებთ და წასვლისთანავე ვიწყებთ ახლის გროვებას...

  მოკლედ ეს ალბათ კარგი დასასრულია წერილის,როგორც კარგი დასაწყისი იმ ძველი წერილის რადგან ამასაც უნდა რომ იყოს განსაკუთრებული

  ბუსუსა კი ისევ ატირდება ოცნებებში და ფიფქებს თვალს გაუსწორებს,,თოვლი კი სათუთად შეინახავს ყოველ მის ნაკვალევს იმ იმედით რომ მასაც შეიყვარებენ..თოვლი მე ვარ ბუს..მიყვარს თოვლი მაგრამ სულ არა მოსაწყენია...ყველას ასე უყვარს თოვლი ჩვენ ხომ არასოდეს არ ვიცით რა გვჭირდება სანამ არ ვიპოვნით მას..შემდეგ..ქარი ამოვარდება ხოლმე და აქეთ-იქით გადახრის შადრევანივით ამოხეთქილ კიპაროსებს..იქნებ ქარიც მე ვარ ბუს..მაგრამ სულ ქარიც მოსაბეზრებელია..

  კიდევ რა დარჩა?წვიმა?? წვიმაც მე ვარ ბუს! მართლა მე ვარ..ხომ იცი როგორ უყვარხარ წვიმას..ისიც ხომ იცი რომ ეს სიყვარული უნდა განსხვავდებოდეს სხვებისაგან თორემ ფერს შეიცვლის და ეს სიყვარულიც სხვებს დაემსგავსება..

 ბუს ვრჩები ამ წერილს..ალბათ თვითონაც ხვდები რა მოსდის ამ ფანქარს..წასვლამდე ერთი რამ მინდა გითხრა უბრალოდ...ამ ცხოვრებაში ბევრი ადამიანი შეგხვდება ასეც უნდა იყოს ბუს რადგან სამყარო საინტერესო და მრავალფეროვანია....“წვიმა“ კი მოვა ხოლმე გაკოცებს და...გადაიღებს.მერე ისევ მოვა...მერე ისევ გადაიღებს...მერე ისევ მოგენატრება და ისევ მოვა და ისევ გადაიღებს...სულ „წვიმაც“ მოსაწყენია ბუს................

Friday, February 12, 2010

უცნობი ნაცნობი წერილები მხოლოდ ჩემთვის... ნაწილი მეოთხე 2 თვის შემდეგ....


....გუშინ წვიმდა და უცბათ გამახსენდი...მართლა გამახსენდი და მომენატრე...წვიმაში ფეხით მოვდიოდი ფეხქვეშ წკაპა-წკუპი გაჰქონდა მიწაზე ცრემლებივით დაღვრილ წვეთებს...ციოდა..წვეთებიც ცივი იყო..მეც მციოდა..ქუჩასაც... გამახსენდი.. გამახსენდა შენი სიტყვები..გახსოვს მითხარი მე შენ მჭირდებიო...და ზუსტად ამ დროს უცბათ მოსულ სიჩუმეში თავი თავისუფლად ვიგრძენი..თავისუფლად პირველ რიგში სამყაროს მოთვინიერების მცდელობისაგან და უფრო მომენატრე...მინდოდა ჩაგხუტებოდი და ასე ჩახუტებულებს გვევლო ქოლგის ქვეშ..ქოლგის რომელსაც ქვევიდან ცისფერი ცა, თეთრი ღრუბლები ჩიტები და მზე ექნებოდა მიხატული...გახსოვს სულ პატარას რომ გეძახდი ხოლმე ერთხელ მკითხე როდის გავიზრდებიო და მეც დაუფიქრებლად გიპასუხე...მაშინ გაიზრდები როცა ქუჩაში წვიმის დროს რომლისაც ასე გეშინია, მარტო მოსიარულეს თავზე ვიღაცის ქოლგა გადაგეფარება...არც დაგჭირდება გვერდით გახედვა თანამგზავრის დასანახად და ფეხებზე დაიკიდებ გადაიღებს თუ არა ოდესმე წვიმა.....როგორ იცინოდი მაშინ, რამდენი მეტიკტიკე.....ისევ მოვიწყინე...შენი ყოველი სიტყვა თითქოს დაქანცული მოხუცივით ჩამომჯდარა ჩემს გულში...თან ვხვდები რომ დიდი ხნით...

უცნობი ნაცნობი წერილები მხოლოდ ჩემთვის... ნაწილი მესამე 8 თვის შემდეგ...


იცი დღეს გადავიკითხე ჩემი წერილები და ვიგრძენი რომ ღრმად შევტოპე...ხომ იცი როგორც ხდება ხოლმე რაც უფრო ღრმად შედიხარ როლში მით უფრო რთული ხდება იქიდან გამოღწევა..არადა თავიდან ყველაფერი თამაშით დაიწყო..

   რამდენი რაღაც მინდა გითხრა ჩემო ბუსუსა ვიცი გეღიმება რა უცნაური სახელი დაგარქვი მაგრამ ასეა..შენ ისეთი ხარ რომ გაცილებით მეტს იმსახურებ ვიდრე ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი სიტყვებით შუძლია გითხრას,რადგან სიტყვები ყოველთის არ ყოფნის ადამიანს გრძნობების ასახსნელად...

   სიტყვები ზოგჯერ ზედმეტია,ზოგჯერ უსაფუძვლო,ზოგჯერ ლამაზი და მრავლისმეტყველი,ზოგჯერ გულიდან წამოსული და ზოგჯერ არა..ზოგჯერ კი უბრალოდ დროის გასაყვანი..აი მაგალითად ეს სიტყვები მხოლოდ შესავალია იმის რაც მინდა რომ გითხრა...არც კი ვიცი როგორ დავიწყო უბრალოდ ჩმს სიტყვებს შეიძლება მრავალს და მრავლისმეტყველს ცოტა მაინც აკლდა გულახდილობა..არც ისეთი ვარ როგორადაც დაგიხატე ჩემი თავი..

   ვარ ჩვეულებრივი ბიჭი რომელიც ხშირად იცინის,შიძლება ზოგჯერ არც მინდა ეს და ხასიათზეც არ ვარ სიცილის მაგრამ ვფიქრობ რომ, საუბრისას ისეთ ხასიათზე უნდა იყო როგორზეც მოსაუბრეა,ან უნდა რომ იყოს..

მიყვარს ფოტოგრაფია,ხელოვნება და წერილების წერა მიყვარს საუბარი, ხალხთან ურთიერთობა და ღამით ქუჩაში ფეხით ხეტიალი თუ მარტო ვარ...

მიყვარს შოკოლადი და ალუბლის წვენი..:)

ხშირად ვმხიარულობ ხშირად ვიწყენ..თუმცა არვიცი რატომ ამოგიჩემე მაინცდამაინც შენ...შენ ჩემი მუზა ხარ..უცნაურად საყვარელი და საოცნებო...ჩემი ბუსუსა..ბევრი დამიწერია მაგრამ არასდროს ასე მონდომებით...შენ თვითონ ბადებ გონებაში ფრაზებს და როგორ მინდა რომ სამარადისოდ იცოცხლო თნდაც იმიტომ რომ არასოდეს შეწყვიტოს დინება ჩემმა წერილებმა...არვიცი რატომ ვეძახი შენს მერე ყველა გოგოს ბუსუსას ალბათ იმიტომ, რომ ყველაში მაინც შენ გხედავ...ოდესმე მეც წავალ წვიმასთან ერთად ისევ...გახსოვს ერთხელ მკითხე როდის წახვალო და მეც დავფიქრდი სჰენ იცი როდის მოვა წვიმა ან როდის გადაიღებს?არც მე ვიცი როდის მოვა წვიმა და როდის წამიყვანს...მაგრამ ჩემი არცერთი სიტყვა არ გამომყვება თან ისინი შენთვისაა და იმსახურებ კიდეც..გაიღიმე ბუს შენ სულ უნდა იღიმებოდე..მე კი მართლა მეშინია რომ არასდროს შემიყვარდე.....

უცნობი ნაცნობი წერილები მხოლოდ ჩემთვის..... ნაწილი მეორე...6 თვის შემდეგ...


თითქოს ვიცოდი რა უნდა მომეწერა შენთვის მაგრამ მაინც რატომღაც დიდხანს ვფიქრობდი (ალბათ იმიტომ რომ მინდოდა ეს სიტყვები განსაკუთრებული ყოფილიყო) მერე უცებ გადაწყვიტე რომ ის დამეწერა რასაც იმ წამს ვფიქრობდი და... აი უკვე მეოთხე ხაზს ვწერ..ამ წერილით უბრალოდ მინდა წარმოდგენა შეგიქმნა ჩემზე თუ როგორი ვარ სინამდვილეში და...ეს ალბათ კარგი დასაწყისია წერილის რომელსაც უნდა რომ იყოს „განსაკუთრებული“...

იცი ადამიანი მთელი თავისი ცხორების განმავლობაში ცდილობს შექმნას თავისი სამყარო სადაც... ცა თეთრი ანგელოზის ლურჯი სამოსელიით ლამაზია, სადაც ცისარტყელას თამაში უყვარს და უხარია როცა იგი ენატრებათ...სადაც ღრუბლები ცაზე შედერებს ხატავენ და მთები ჩუქურთმებივით იღვენთებიან...სადაც სიყვარულია,,სადაც მზეა..სადაც ფიფქებს შეუძლიათ პეპლებად გადაიქცნენ. და ამ სამყაროს წარმოდგენაც კი საკმარისია რომ დავხარბდეთ სიცოცხლეზე და ვიბრძოლოთ მისთვის.თუმცა ხშირად ვერ ახერხებთ შევქმნათ თნდაც ნახევარი იმისა რაც გვინდა და ამიტომაც ვიწყენთ ხოლმე ხშირად...


მე კი რატომღაც სალვადორ დალის სამყაროში ვცხოვრობ სადაც არც ცაა ლამაზი და არც ღრუბელთა შედევრები..არც მზეა და არც სიყვარული..


აქ სისხლისფერი ასკილი ეკლებშია გამომწყვდეული და გამუდმებით ტირის..თითქოს იგრძნობა რაღაც დინამიკა მაგრამ მაინც სერავს ცისარტყელას ბზარები..დაბნეული და დაკარგული ვარ საკუთარ ფიქრებში და არავინ არ მიცნობს...არც შენ..


მე მსახიობი ვარ მაგრამ უკე მომბეზრდა თამაში ამ თეატრში რადგან მიყვარს მრავალფეროვნება და შემიძლია მხოლოდ სამ დღეში შემიყვარდეს და გონებაში შევინახო ყოელი წამი ამ სამი დღის, ისე როგორც ყვავილს ინახაენ ხოლმე წიგნში...შეიძლება შენს არ გესმის ამის, რადგან სამი დღე ძალიან ცოტაა ადამიანებისათვის...


...მაგრამ თუ ეს ასეა მაშინ რა აზრი აქვს თავისუფლებას.ჩვენს გარეშე გადაფრინდება ერთი ყვავილიდან მეორეზე ლამაზი პეპელა, რომლისთისაც სამი დღე მთელი ცხოვრებაა........

Thursday, February 11, 2010

უცნობი ნაცნობი წერილები მხოლოდ ჩემთვის...


იცი ლაბირინთში ან დიდ ქალაქში ერთი ადამიანი ყოველთის ეძებს და უცდის მეორეს, და როცა მათი გზები იკვეთება..როცა მათი თვალები ერთმანეთს ხვდებიან, მაშინ წარსულიც და მომავალიც აზრს კარგავს...მაშინ მხოლოდ ეს წამი ფასობს რადგან სამყაროში ყველაფერი ერთი წამითაა დაწერილი, სხვაგვარად ოცნებები რომლებითაც ვცოცხლობთ მხოლოდ ოცნებებად რჩებიან...

დავიბენი... შემიყვარდი...


ვიგრძენი რომ ცხოვრება მშვენიერია..


და ზუსტად ამ დროს, უცბათ მოსულ სიჩუმეში შენი თვალები დავინახე და მიუხედავად იმისა რომ მათ მხოლოდ ფოტოდან ვუყურებდი რატომღაც მაინც დავიკარგე..დაახლოებით ისე ზღვაში რომ იკარგებიან ხოლმე გემები..


შენს თვალებში ჩაძირულს მომინდა რომ ქარი ვიყო ან წვიმა, რომ მაშინ გნახო როცა მომინდება..


მინდა მოგეფერო..


ჩაგეხუტო..


მინდა ჩემთან იყო..


მინდა გიყვარდე..


მინდა შენთან გატარებული წუთები მოვპარო დროის ქსოვილს და შევინახო როგორც ყვავილს ინახავენ ხოლმე წიგნში..


მინდა სურვილები შენთან ყოფნის ამიხდეს მანამ სანამ მის ჩაფიქრებას მოვასწრებ..


მინდა მთვარე მოგიწყვიტო ციდან და გაჩუქო..


შენ ხომ პატარა ხარ და საყვარელი, ყველაზე ლამაზი და სათუთი, შენ ანგელოზი ხარ რომლის სილამაზეზეც წერდა გალაქტიონი და ხატავდა მოდელიანი,ძერწავდა როდენი და უკრავდა ბახი..შენ სილამაზე ხარ რომლის გამოც ომები იწყება და შენს გამო ანათებენ ცაზე ვარსკვლავები და მთვარე..შენს გამოა რომ როცა მოწყენილი ხარ წვიმს ხოლმე,და შენს გამო ხატავენ ღრუბლები ცაზე შედევრებს...და ეს მაშინ როცა მოენატრები მათ........


to be continioud.......