Friday, December 11, 2009

ჰენრი ლონგფელოუ: ზღვა ხან მშვიდია, ხანაც ბორგვით აწყდება ნაპირს



ზღვა ხან მშვიდია, ხანაც ბორგვით აწყდება ნაპირს,
თოლია მღერის, მწუხრის ჩრდილით იმოსავს ცა პირს;
გარუჯულ ქვიშას მიუყვება მგზავრი ეული,
ქალაქისაკენ მიიჩქარის ფიქრმორეული.
ზღვა კი მშვიდია, თუმც ხან ბორგვით აწყდება ნაპირს.

თუმც ღამის ბინდი სახურავებს გადაჰფენია,
ზღვა მაინც მღერის, ბნელში მეტი რა დარჩენია;
ტალღები ნაზი და სათუთი თეთრი ხელებით
ნაკვალევს შლიან ცხელ ქვიშაში გულდაჯერებით.
ზღვა ხან მრისხანებს - ხან მშვიდია როგორც ფერია.

თენდება. რაშებს ჩასდგომიათ თვალებში რიხი
და მეჯინიბის ხმაზე უმალ იწყებენ ჭიხვინს.
განთიადისას ღამის შემდეგ დღე კვლავ ბრუნდება,
მგზავრი კი ნაპირს აღარასდროს დაუბრუნდება.
ზღვა კი მშვიდია, ხანაც ბორგვით აწყდება ნაპირს.
P.S ეს ლექსი თარგმნა თვით სალომე ღვინიაშვილმა 2005-2009 წლის ინგლისური ფილოლოგიის (ანუ ანგლისტების) დიადმა მთარგმნელმა. :)))) ეხლა კი წუწუნებს ეგრე არ დაწეროო მაგრამ რა ვქნა მე ამ გოგოს ასეთ დიდ ღვაწლს ვერ დავუკარგავ. ხუმრობა იქით იყოს და ეს მართლა კარგი თარგმანია. იმედია მეხუთე კორპუსელების შემდეგ თაობებს გამოადგებათ ლიტერატურული თარგმანის კურსის გავლისას.

1 comment:

  1. სალოოო მაჩაბელი, თაბუკაშვილი, გაჩეჩილაძე და ღვინიაშვილი. მე ამ ოთხ მთარგმნელს ვაღიარებ!!!!!! კიდე ვიღაცა იყო მგონი მაგრამ გამომრჩა. არაუშავს მე შენ მიკაქაააალ. :*

    ReplyDelete