Tuesday, January 26, 2010

ფობიები კომპლექსები და ’ჩონჩხები კარადაში’

რომ გითხრათ მაინცდამაინც შიშმა გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერათქო მოგატყუებთ, მაგრამ ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ყველაფერი რისი წაკითხვაც მხოლოდ რამოდენიმე წუთს წაგართმევთ. იცით ბავშვობაში, (სამწუხაროდ ჩემი ბავშვობა უშუქობის პერიოდს დაემთხვა ) გვერდით, ბნელ ოთახში გასვლისას მუდმივად მაწუხებდა გრძნობა რომ კარს უკან ვიღაც იდგა, ჩემს გამოსვლას ელოდა რომ ხელი ეტაცა და... ნუ ამის მერე შიშისგან ჩემი ფანტაზია წყდებოდა, ამიტომ დღემდე არვიცი რას მიზავდა ის ვიღაც ჩასაფრებული. ხოდა სწორედ ამიტომ ისე გავრბოდი ოთახიდან ოთახში, რომ მერე მთელი საათი გული მქონდა ამოვარდნილი . ვერაფრით ვერ მივაგენი ფობიას რომელსაც კარს უკან დამალული ადამიანების ფობია ერქვა მაგრამ სამაგიეროდ იმას მივხვდი, როგორ უნდა მომეშორებინა ეს თავიდან. ხოდა ერთ დღეს ავიღე დანა და ოთახში გასასვლელ კარს რომ გავცდი შემოვბრუნდი და უცნობ შემშინებელს დანა მოვუღერე მაგრამ, ჰოი საოცრებავ, იქ არავინ იყო. მაშინ მივხვდი რომ ის ვიღაც მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო (ან მე შევაშინე და გაქრა ) და თავაწეულმა ამაყად დავტოვე ტერიტორია.
...
 მრავალნაირი ფობია არსებობს. აი სოფოს მაგალითად დახურული სივრცის შიში აქვს. და თქვენ არ იცით როგორ მიჭირს ხოლმე მასთან ერთად მთელი ცხოვრება კიბით სიარული. ერთხელ მახსოვს ლიფტში გავიჭედე  და ღმერთს მადლობა გადავუხადე რომ მარტო ვიყავი და სოფო ჩემთან ერთად არ იყო რადგან სავარაუდოდ ერთი დაქალით ნაკლები მეყოლებოდა.
...




შეიძლება ამაზე არ დაფიქრებულხართ მაგრამ ყველას აქვს რაღაც ფობია. ვიმედოვნებ ძალიან რთულად არაა თქვენი საქმე რადგან ზოგიერთი მათგანი ძალიან შეგიშლით ხელს ცხოვრებაში. აი მაგალითად სიყვარულის შიშს ფილოფობია ქვია, ძილის შიშს - სომნიფობია, ჭამის შიშს - სიტოფობია. ყველას არ ჩამოგითვლით მაგრამ ეს სამი სრულიად საკმარისია იმისათთვის, რომ ცხოვრება გავიმწაროთ.
...

შიში მუდმივად თანმდევია ჩვენი ცხოვრების მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ზედმეტი და უაზრო პანიკა თავიდან ავიცილოთ თორემ ერთხელაც გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ რომ ჰოპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია გვჭირს. -ეს გრძელი სიტყვების შიში გახლავთ. ნუ აღელდებით მეგობრები მე მხოლოდ ვიხუმრე...



 მაინტერესებს კომპლექსები რამდენად გაწუხებთ? აი მე მაგალითად სიგამხდრის კომპლექსი მქონდა. ჩემს გარშემო არსებული სქელი საზოგადოება რატომღაც ძალიან წუხდა რომ „ ხელის მოსაკიდი ადგილი არ მქონდა“ და ამის გამო დამიწუნებდნენ. ახლაც ზუსტად იგივე წონა ვარ და რატომღაც არავის დავუწუნივარ ,ასე რომ დამიჯერეთ ვისაც თქვენთვის ხელის მოკიდება მოუნდება ადგილს აუცილებლად გამოძებნის. აი სოფო, მაგალითად მთელი ბავშვობა ნერვიულობდა რომ დიდი ყურები ჰქონდა მის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა რადგან ეს კახური სიჯიუტე მაინც თავისას შვებოდა. საინტერესოა ახლა თუ ახსოვს ეს ამბავი.

...

რაც შეეხება ზოგადად კომპლექსებს მისი მრავალნაირი სახეობა არსებობს. მამაკაცების უმრავლესობას ალბათ ოტელოს კომპლექსი აწუხებს ეს კი ქალებისადმი შიშად აღიქმება.ეჭვიანობა საკუთრების დაკარგვის შიშის გამო. ფრთხილად იყავით ქალბატონებო და დეზდემონასი არ იყოს თქვენც აუცილებლად ილოცეთ ძილის წინ.(მაინც რა იცით რა ხდება).:)




Friday, January 15, 2010

უცნაური მაღაზია სადღაც იქ.....

ნიუ იორკში გაიხსნა მაღაზია სადაც ქალებს და კაცებს შეუძლიათ შეიძინონ მეუღლეები, ისეთი როგორიც მათ გემოვნებას შეესაბამება და ამაში სათანადო თანხა გადაიხადონ.
..
მაღაზია რამოდენიმე სართულს მოიცავს. ამ მაღაზიაში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ შეხვიდეთ და იმ კარით ვერასოდეს გამოხვალთ რომლითაც შეხვედით . ერთი მაგალითის მიხედვით გიჩვენებთ თუ რამდენი რაღაცის გაცნობიერება შეიძლება ამ მაღაზიაში ერთი ვიზიტით.

..
ერთმა ქალბატონმა რომელიც მაღაზიას ესტუმრა, გულდასმით დაათვარიელა პირველი სართული სადაც იყო წარწერა: ”მამაკაცები რომლებსაც უყვართ ბავშვები და არიან კარგი მეოჯახეები”. – ”მშვენიერია” - გაიფიქრა მან მაგრამ გზა განაგრძო და მეორე სართულს მიაშურა.



”მამაკაცები რომლებსაც აქვთ კარგი სამსახური, არიან მზრუნველი მეუღლეები და უყვართ ბავშვები”- არც აქ შეჩერდა ქალი და კიდევ ერთი სართულით ზემოთ გადაინაცვლა.



შემდეგ სართულზე კი შეთავაზება ასეთი იყო: ”მამაკაცები რომლებიც არიან სიმპათიურები, კარგი პარტნიორები, ეკონომიურად უზრუნველყოფილნი და აქვთ კარგი იუმორი”. აშკარად კმაყოფილმა ქალმა მაინც ჯიუტად განაგრძო გზა.


სართული #4 და შეთავაზება რომელსაც ალბათ ყველა ინატრებდა : ” მამაკაცები რომლებიც არიან კარგი მეუღლეები, ფინანსურად უზრუნველყოფილნები და წარმატებულები, რომანტიულები, უყვართ ბავშვები, ზრუნავენ საყვარელ ადამიანზე და ძალზე სიმპათიურებიც არიან”. გაგეცინებათ მაგრამ ქალმა კვლავ გზა განაგრძო, არა იმიტომ რომ ძვირი შემოთავაზება იყო, არამედ უფრო იმიტომ რომ კიდევ ერთი სართული იყო დარჩენილი ზემოთ. უკეთესის მოლოდინში ის მეხუთე სართულზე ავიდა.


დიიიდი წარწერა მე-5 სართულზე ”გილოცავთ თქვენ ამ სართულზე 200 000-ე სტუმარი ხართ. აქ არ არიან მამაკაცები, სამაგიეროდ არის უტყუარი საბუთი იმის რომ ქალის სურვილების დაკმაყოფილება შეუძლებელია”.
..
ახლა ღრმად ამოისუნთქეთ....... ეს სინამდვილეში არ მომხდარა. ასეთი მაღაზია ჯერ არ გახსნილა ზემოთხსენებულ ნიუ იორკში ან უარეს შემთხვევაში ჩვენ ამის უტყუარი მონაცემები ჯერ არ მოგვეპოვება. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ძველ და ცნობილ გამონათქვამს რომ ქალს თუ მთელ სამყაროს აჩუქებ, მის შესაფუთ ქაღალდსაც მოგთხოვს თავისი ლენტით.
..
ტყუილად გიხარიათ მამაკაცებო, სხვათაშორის ამ მაღაზიაში კაცებიც ხშირად შედიან. პირველ სართულზე მათ ხვდებათ წარწერა ’ კარგი მეოჯახე და ლამაზი ქალები, აქვთ ფული და უყვართ სექსი’. II III IV & V სართულებზე არასოდეს არავინ ასულა.
..
დასკვნები თქვენ გამოიტანეთ ოღონდ ეცადეთ ფილოსოფიას თავი აარიდოთ, ჩვენ უბრალოდ ღიმილის მოგვრა გვინდოდა თქვენთვის.