Friday, December 11, 2009

სემუელ კოლრიჯი: თვითმკვლელის არგუმენტი


თვითმკვლელის არგუმენტი:

მსურდა თუ არა, მე ამ ქვეყნად მაინც მოვედი,
არვის უკითხავს ჩემთვის აზრი და არგუმენტი;
თუკი ცხოვრება იყო კითხვა, შანსი მიწვდილი,
”კი”-ს თქმა სიცოცხლე - ხოლო ”არა” ალბათ სიკვდილი?


ბუნების პასუხი:

განა რაც მოგეც ხელუხლებლად გაქვს შენახული?
რა ხარ? რა იყავ? შეადარე, საჯე წარსული.
მე შთაგიბერე წმინდა სული, მოგეც იმედი,
გიბოძე ჯანი და გონების თვალი შორს მხედი.
შენ რას მიბრუნებ?... აპათეას, უიმედობას,
საჯე ყოველი, შეადარე, მიეც მსჯელობას....
და ამის მერე, როგორ ბედავ შენ თვითმკვლელობას?


P.S სოფო დათიშვილის უკვდავი ქმნილებაა ჩემი საყვარელი ლექსი:))) ეს დროც მიყვარს და ეს ფიქრებიც რა ჭკვიანები და ბედნიერები ვიყავით მაშინ თავი ალბათ გენიოსები გვეგონა მაგრამ გენიოსებიც ხომ თავიდან ზუსტად ასე მარტივად იწყებდნენ ყველაფერს...:))))))

2 comments:

  1. ვაჰ, სულ მაინტერესებდა, რა არგუმენტები ჰქონდათ ამ თემასთნ დაკავშირებით და, აი, ისინიც!
    მალადეც, სოფ! ვამაყობ შენით და მიყვარხარ :)))

    ReplyDelete
  2. magariaaaaaaaaaaaaa...magariiiiiiiiii

    ReplyDelete