რომ გითხრათ მაინცდამაინც შიშმა გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერათქო მოგატყუებთ, მაგრამ ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ყველაფერი რისი წაკითხვაც მხოლოდ რამოდენიმე წუთს წაგართმევთ. იცით ბავშვობაში, (სამწუხაროდ ჩემი ბავშვობა უშუქობის პერიოდს დაემთხვა ) გვერდით, ბნელ ოთახში გასვლისას მუდმივად მაწუხებდა გრძნობა რომ კარს უკან ვიღაც იდგა, ჩემს გამოსვლას ელოდა რომ ხელი ეტაცა და... ნუ ამის მერე შიშისგან ჩემი ფანტაზია წყდებოდა, ამიტომ დღემდე არვიცი რას მიზავდა ის ვიღაც ჩასაფრებული. ხოდა სწორედ ამიტომ ისე გავრბოდი ოთახიდან ოთახში, რომ მერე მთელი საათი გული მქონდა ამოვარდნილი . ვერაფრით ვერ მივაგენი ფობიას რომელსაც კარს უკან დამალული ადამიანების ფობია ერქვა მაგრამ სამაგიეროდ იმას მივხვდი, როგორ უნდა მომეშორებინა ეს თავიდან. ხოდა ერთ დღეს ავიღე დანა და ოთახში გასასვლელ კარს რომ გავცდი შემოვბრუნდი და უცნობ შემშინებელს დანა მოვუღერე მაგრამ, ჰოი საოცრებავ, იქ არავინ იყო. მაშინ მივხვდი რომ ის ვიღაც მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო (ან მე შევაშინე და გაქრა ) და თავაწეულმა ამაყად დავტოვე ტერიტორია.
...
...

...

შეიძლება ამაზე არ დაფიქრებულხართ მაგრამ ყველას აქვს რაღაც ფობია. ვიმედოვნებ ძალიან რთულად არაა თქვენი საქმე რადგან ზოგიერთი მათგანი ძალიან შეგიშლით ხელს ცხოვრებაში. აი მაგალითად სიყვარულის შიშს ფილოფობია ქვია, ძილის შიშს - სომნიფობია, ჭამის შიშს - სიტოფობია. ყველას არ ჩამოგითვლით მაგრამ ეს სამი სრულიად საკმარისია იმისათთვის, რომ ცხოვრება გავიმწაროთ.
...
შიში მუდმივად თანმდევია ჩვენი ცხოვრების მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ზედმეტი და უაზრო პანიკა თავიდან ავიცილოთ თორემ ერთხელაც გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ რომ ჰოპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია გვჭირს. -ეს გრძელი სიტყვების შიში გახლავთ. ნუ აღელდებით მეგობრები მე მხოლოდ ვიხუმრე...

...
რაც შეეხება ზოგადად კომპლექსებს მისი მრავალნაირი სახეობა არსებობს. მამაკაცების უმრავლესობას ალბათ ოტელოს კომპლექსი აწუხებს ეს კი ქალებისადმი შიშად აღიქმება.ეჭვიანობა საკუთრების დაკარგვის შიშის გამო. ფრთხილად იყავით ქალბატონებო და დეზდემონასი არ იყოს თქვენც აუცილებლად ილოცეთ ძილის წინ.(მაინც რა იცით რა ხდება).:)