Tuesday, January 26, 2010

ფობიები კომპლექსები და ’ჩონჩხები კარადაში’

რომ გითხრათ მაინცდამაინც შიშმა გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერათქო მოგატყუებთ, მაგრამ ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ყველაფერი რისი წაკითხვაც მხოლოდ რამოდენიმე წუთს წაგართმევთ. იცით ბავშვობაში, (სამწუხაროდ ჩემი ბავშვობა უშუქობის პერიოდს დაემთხვა ) გვერდით, ბნელ ოთახში გასვლისას მუდმივად მაწუხებდა გრძნობა რომ კარს უკან ვიღაც იდგა, ჩემს გამოსვლას ელოდა რომ ხელი ეტაცა და... ნუ ამის მერე შიშისგან ჩემი ფანტაზია წყდებოდა, ამიტომ დღემდე არვიცი რას მიზავდა ის ვიღაც ჩასაფრებული. ხოდა სწორედ ამიტომ ისე გავრბოდი ოთახიდან ოთახში, რომ მერე მთელი საათი გული მქონდა ამოვარდნილი . ვერაფრით ვერ მივაგენი ფობიას რომელსაც კარს უკან დამალული ადამიანების ფობია ერქვა მაგრამ სამაგიეროდ იმას მივხვდი, როგორ უნდა მომეშორებინა ეს თავიდან. ხოდა ერთ დღეს ავიღე დანა და ოთახში გასასვლელ კარს რომ გავცდი შემოვბრუნდი და უცნობ შემშინებელს დანა მოვუღერე მაგრამ, ჰოი საოცრებავ, იქ არავინ იყო. მაშინ მივხვდი რომ ის ვიღაც მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო (ან მე შევაშინე და გაქრა ) და თავაწეულმა ამაყად დავტოვე ტერიტორია.
...
 მრავალნაირი ფობია არსებობს. აი სოფოს მაგალითად დახურული სივრცის შიში აქვს. და თქვენ არ იცით როგორ მიჭირს ხოლმე მასთან ერთად მთელი ცხოვრება კიბით სიარული. ერთხელ მახსოვს ლიფტში გავიჭედე  და ღმერთს მადლობა გადავუხადე რომ მარტო ვიყავი და სოფო ჩემთან ერთად არ იყო რადგან სავარაუდოდ ერთი დაქალით ნაკლები მეყოლებოდა.
...




შეიძლება ამაზე არ დაფიქრებულხართ მაგრამ ყველას აქვს რაღაც ფობია. ვიმედოვნებ ძალიან რთულად არაა თქვენი საქმე რადგან ზოგიერთი მათგანი ძალიან შეგიშლით ხელს ცხოვრებაში. აი მაგალითად სიყვარულის შიშს ფილოფობია ქვია, ძილის შიშს - სომნიფობია, ჭამის შიშს - სიტოფობია. ყველას არ ჩამოგითვლით მაგრამ ეს სამი სრულიად საკმარისია იმისათთვის, რომ ცხოვრება გავიმწაროთ.
...

შიში მუდმივად თანმდევია ჩვენი ცხოვრების მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ზედმეტი და უაზრო პანიკა თავიდან ავიცილოთ თორემ ერთხელაც გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ რომ ჰოპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია გვჭირს. -ეს გრძელი სიტყვების შიში გახლავთ. ნუ აღელდებით მეგობრები მე მხოლოდ ვიხუმრე...



 მაინტერესებს კომპლექსები რამდენად გაწუხებთ? აი მე მაგალითად სიგამხდრის კომპლექსი მქონდა. ჩემს გარშემო არსებული სქელი საზოგადოება რატომღაც ძალიან წუხდა რომ „ ხელის მოსაკიდი ადგილი არ მქონდა“ და ამის გამო დამიწუნებდნენ. ახლაც ზუსტად იგივე წონა ვარ და რატომღაც არავის დავუწუნივარ ,ასე რომ დამიჯერეთ ვისაც თქვენთვის ხელის მოკიდება მოუნდება ადგილს აუცილებლად გამოძებნის. აი სოფო, მაგალითად მთელი ბავშვობა ნერვიულობდა რომ დიდი ყურები ჰქონდა მის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა რადგან ეს კახური სიჯიუტე მაინც თავისას შვებოდა. საინტერესოა ახლა თუ ახსოვს ეს ამბავი.

...

რაც შეეხება ზოგადად კომპლექსებს მისი მრავალნაირი სახეობა არსებობს. მამაკაცების უმრავლესობას ალბათ ოტელოს კომპლექსი აწუხებს ეს კი ქალებისადმი შიშად აღიქმება.ეჭვიანობა საკუთრების დაკარგვის შიშის გამო. ფრთხილად იყავით ქალბატონებო და დეზდემონასი არ იყოს თქვენც აუცილებლად ილოცეთ ძილის წინ.(მაინც რა იცით რა ხდება).:)




4 comments:

  1. ვინაიდან პოსტის ავტორი სალოა, მე ჩემი მეორე ბლოგიდან დავაკომენტარებ :). მოკლეთ რაღა დავამატო არც კი ვიცი. ჩემი ფობიები და შიშები უკვე ყველასთვის ცნობილია სალოს წყალობით. მაინც მგონია რომ ყველა შიშის მორევა შეიძლება. თავს რომ ძალა დავატანო შეიძლება მეც დავძლიო კლაუსტროფობია და ოდესმე მეტროს ვესტუმრო ისე რომ სუნთქვა არ შემეკრას და თვალებში არ დამიბნელდეს. :)

    კიდე ბავშვობაში თუ რამე დაავადებას მოვკრავდი ყურს მეგონა რომ ყველა მე მჭირდა . :)))ეს შიში ასაკთან ერთად გაქრა და ახლა ღორის გრიპიც კი ვეღარ მაშინებს :)))).

    ReplyDelete
  2. "ნელ ოთახში გასვლისას მუდმივად მაწუხებდა გრძნობა რომ კარს უკან ვიღაც იდგა, ჩემს გამოსვლას ელოდა რომ ხელი ეტაცა და..." – ჩემთვის საკმარისი იყო, უბრალოდ ვიღაც უკან მდგარიყო და ჩემი სოპრანო კედლებში ატანდა. დაახლოებით 10 წლის რომ ვიყავი ერთხელ–ორჯერ ძმამ შემაშინა და ისე ცივი ხმით ვიკივლე, ჰაი ჰაი, რომ ოპერაში არ წამიყვანეს :))

    ReplyDelete
  3. aaah genialuri posti iyo zalian vicine
    da shishis kaifi mainc sul sxvaa
    me zogjer vamugameb imas rom meshinia da amasac tavis siamovneba aqvs ^_^

    ReplyDelete
  4. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
    მე ვარ...როგორ გითხრა?-არანორმალუ
    რი

    ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
    ღამით, როცა გძინავს,ვარსკვლავბს ვდარაჯობ.
    მე ვარ... როგორ გითხრა?-არანორმალუ
    რი,
    ცხოვრებით ვთამაშობ!
    დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
    ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
    თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე,
    მოგისმენ,მოგისმენ!

    მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
    და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
    არ ვიგრძნობ სინანულს,გინდა დავიფიცო,
    რომ მე და სინანულს
    ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
    რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
    ხოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.
    ..............................
    დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
    და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
    და მე, მთავარ როლში...
    ..........................
    არანორმალური სევდა მომერია!

    ReplyDelete