Friday, February 12, 2010

უცნობი ნაცნობი წერილები მხოლოდ ჩემთვის... ნაწილი მეოთხე 2 თვის შემდეგ....


....გუშინ წვიმდა და უცბათ გამახსენდი...მართლა გამახსენდი და მომენატრე...წვიმაში ფეხით მოვდიოდი ფეხქვეშ წკაპა-წკუპი გაჰქონდა მიწაზე ცრემლებივით დაღვრილ წვეთებს...ციოდა..წვეთებიც ცივი იყო..მეც მციოდა..ქუჩასაც... გამახსენდი.. გამახსენდა შენი სიტყვები..გახსოვს მითხარი მე შენ მჭირდებიო...და ზუსტად ამ დროს უცბათ მოსულ სიჩუმეში თავი თავისუფლად ვიგრძენი..თავისუფლად პირველ რიგში სამყაროს მოთვინიერების მცდელობისაგან და უფრო მომენატრე...მინდოდა ჩაგხუტებოდი და ასე ჩახუტებულებს გვევლო ქოლგის ქვეშ..ქოლგის რომელსაც ქვევიდან ცისფერი ცა, თეთრი ღრუბლები ჩიტები და მზე ექნებოდა მიხატული...გახსოვს სულ პატარას რომ გეძახდი ხოლმე ერთხელ მკითხე როდის გავიზრდებიო და მეც დაუფიქრებლად გიპასუხე...მაშინ გაიზრდები როცა ქუჩაში წვიმის დროს რომლისაც ასე გეშინია, მარტო მოსიარულეს თავზე ვიღაცის ქოლგა გადაგეფარება...არც დაგჭირდება გვერდით გახედვა თანამგზავრის დასანახად და ფეხებზე დაიკიდებ გადაიღებს თუ არა ოდესმე წვიმა.....როგორ იცინოდი მაშინ, რამდენი მეტიკტიკე.....ისევ მოვიწყინე...შენი ყოველი სიტყვა თითქოს დაქანცული მოხუცივით ჩამომჯდარა ჩემს გულში...თან ვხვდები რომ დიდი ხნით...

6 comments:

  1. shesanishnavia da gruzia :(

    ReplyDelete
  2. ძალიან მაგარია გაგრძელება აღარ აქვს თუ ასე მთავრდება?დადეთ რაა გაგრძელებაც.სალი ბედნიერი ხარ ოდესმე შენთვის ადამიანი ასე რომ წერდა ჩემო ბუსუსა:))თამთა

    ReplyDelete
  3. ’ქოლგის ქვეშ რომელსაც ქვევიდან ცისფერი ცა, თეთრი ღრუბლები ჩიტები და მზე ექნებოდა მიხატული’ salo ai esaa chemi sayvareli fraza werilebis am seriidan :))))).

    ReplyDelete
  4. კი გაგრძელება აქვს და აუცილებლად დავდებ მხოლოდ ერთი წერილია დარჩენილი სულ ბოლო და ჩემთვის ყველაზე საყვარელი:) მე ვიცი სოფ კიდე ერთი შენი საყვარელი ფრაზა რომელიც ბოლო წერილშია და ეგ უკვე შემდეგში განვიხილოთ:))

    ReplyDelete