როგორ მოვიქცეთ?
რჩევა პირველი
2-3 დღე იდარდეთ და ცრემლები ღვარეთ, მერე კი მთელი ნეგატიური ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ. ეს ფროიდისეული სუბლიმაციის მეთოდია, როცა სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისკენ მიმართვა ადამიანს წარუმატებლობისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
მომხდარი ლოგიკურად გააცნობიერეთ, მშვიდად და ობიექტურად შეაფასეთ მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. სიყვარული ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობაა - კარგავთ უამრავ დროს, ნერვებს, ძალას, ფულს, მეგობრებს, სამსახურს, სანაცვლოდ კი არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებს იღებთ. უხმეთ ღირსებას - განა ამას იმსახურებთ?!
თავიდან მოიცილეთ შავბნელი ფიქრები, დაიწყეთ იმის კეთება, რასაც მგზნებარე რომანის გამო კარგა ხანია ვერ მოაბით თავი. ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არც დაგღლით და არც გაგაღიზიანებთ. წარმატების შემთხვევაში მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია. უიღბლო სიყვარულიც უწინდელივით მძიმე და დამთრგუნველი აღარ მოგეჩვენებათ.
რჩევა მეორე
პასტერის მეთოდი
ლუი პასტერს დაავადებათა საწინააღმდეგოდ ორგანიზმში ინფექციის დასუსტებული გამომწვევები შეჰყავდა, რომელთა მიმართაც ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებდა. თუ სიყვარული სრულფასოვანი შრომის საშუალებას არ გაძლევთ, მიეცით გრძნობას გასაქანი, იპოვეთ სხვა ობიექტი და დაუოკებელი ვნება მისკენ მიმართეთ. ასე დამცავი ვაქცინის დოზასაც მიიღებთ და აღარც წარსულ გრძნობაზე ფიქრი გაგაწამებთ. ოღონდ ზომიერება არ დაკარგოთ, თორემ შესაძლოა, ახალი ურთიერთობა ახალი ტანჯვის წყაროდ გექცეთ.
რჩევა მესამე
დერომანტიზაცია
უიღბლო სიყვარულს განსაკუთრებული სიმწვავით ძლიერ რომანტიკული ადამიანები განიცდიან. ისინი სხვებზე მეტად ახდენენ სიყვარულის იდეალიზებას და ყოველგვარი დაბრკოლება უდიდეს ტანჯვას აყენებთ. თუ თქვენც ასეთი ბრძანდებთ, სასწრაფოდ შეიცვალეთ სამყაროს შესახებ რომანტიკული წარმოდგენა და უპასუხო სიყვარულსაც სხვა თვალით დაინახავთ.
რჩევა მეოთხე
გონს მოდით
ნუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სიყვარული უკვდავია, რომ გულს ვერ უბრძანებ, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება წრფელად გიყვარდეს. ასეთი ფრაზები ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების შეგონებებს წააგავს, რომელთაც მავნე ჩვევასთან გამოთხოვება არ სურთ. დადექით გრძნობაზე მაღლა, სძლიეთ ემოციებს და სულ მალე იამაყებთ საკუთარი თავით, რაც უპასუხო სიყვარულის ეფემერულ ხიბლზე გაცილებით მეტი სიამოვნების მომგვრელია.
რჩევა მეხუთე
მორჩით სიყვარულს!
შეწყვეტილი სიყვარული ჩვენი ცნობიერების ნაკადში `იჭედება~ და აზრთა ნორმალურ დინებას უშლის ხელს. ადამიანი გამუდმებით მასზე ფიქრობს, ფიქრებში სატრფოს ესაუბრება, ეჩხუბება, პატიობს... სწორედ ეს გვიშლის ხელს მუშაობაში, სწავლასა და ძილში. გამოსავალი სიყვარულის დამთავრებაა. აირჩიეთ მეგობარი, დაუჯექით პირისპირ, მოუყევით ყველაფერს, გაცნობიდან განშორებამდე, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ გრძნობებსა და ემოციებზე, ეცადეთ, ყოველივეს ოფიციალური მოხსენების სახე მისცეთ. `მოხსენების~ მეორე ნაწილი იმ გრძნობებს დაუთმეთ, რომლებიც ამ ურთიერთობისას განიცადეთ. მესამე ნაწილში გააანალიზეთ, რას განიცდით ამ წუთას და წერტილი დასვით. ნაკლები იფიქრეთ წარსულზე ჭამეთ ბევრი შოკოლადი. გჯეროდეთ, რომ მალე გავა ზამთარი და დადგება გაზაფხული ისევ აყვავდება ნუში, კვლავ შეგეყრებათ სიყვარულის სენი, მაგრამ ის ვეღარაფერს დაგიშავებთ - წარსული გრძნობის იმუნიტეტი დაგიცავთ.:)
ჰაჰაჰააააააა, მაგარია. ძალიან პრაქტიკული რჩევებია. ჩემ შემთხვევაში პირველი რჩევა ამართლებს ხოლმე და ამიტომ მაქვე ვჩერდები. პასტელის მეთოდი და დერომანტიზაცია ჯერ არ დამჭირვებია, თუმცა ბევრს ვიცნობ რომელიც ამ გზას ირჩევს. :)
ReplyDeleteam dros saocrad arasasargeblo rchevebia...
ReplyDeleteamxela receptebit sakutari grdznobebis ugulebelyopas, barem plastmasis an rkinis guli chavidgat da damtavrdeba yvelaperi magit,,,agar iarsebebs aranairi siyvaruli.
da am qveynad mxolod sakutari yopistvis viqnebit...veravin vegarapers igrznobs...
am shemtxvevashi ki chvensa da cxovelebs shoris mxolod erti gansxvaveba darcheba...
chven gveqneba saxlebi dzviragirebuli manqanebi agarakebi...es aris da es...
მეც უმეტეს შემთხვევაში პირველს ვიყენებ ხოლმე და დამიჯერეთ მაგრათ ამართლებს:))და იმედს ვიტოვებ რომ არც მე და არც სოფოს ამის შემდეგ არცერთის გამოყენება აღარ მოგვიწევს არა სოფ?:))
ReplyDeleteაბა რაააა! ჩენი საქმე ყველაზე უკეთ მშველის ხოლმე ასეთ დროს. სხვათაშორის ახლა გამახსენდა მაგისტრატურაშიც ასეთ ცხელ გულზე ჩავაბარე, ნუ ის თურმე დიდი არაფერი ყოფილა მაგრამ მაშინ ასე არ მეჩვენებოდა. :)))))))
ReplyDeletesagol "anonymous" shens azrs viziareb mec...
ReplyDeletear mgonia adamianebs raime kargi moutanon am rchevebma..bodishi am kritikistvis, tumca arc imas vetanxmebi rom bolomde grdznobebs unda ayve adamiani da sadgac tavdaviwyebis morevshi gadaichexo...
yoveltvis yvelapershi arsebobs zgvari da am zgvars arapershi ar ynda gadavidet...
vin washalaaaa is postiiiiiiii???
ReplyDeletera azri aqvs ase,washlas???
raxan simartle vtqvi malav?
tu ra qeni sheni saqcielit var mivxvdi :(((
loool, soso sakutar tavs esaubrebi?
ReplyDeleteSopo ;)
soso vinaaa?
ReplyDeletean saidan moitane?
ubralod ragac davwere da wamishales...
tu im sosos nawerebis gamo waishala???
kargi gasagebia
მონატრებიხარ ფიქრებს!!!
ReplyDeleteნეტა ვის ფიქრებს მოვნატრებივარ?!!!
ReplyDeleteგული ყველაფერს ვეღარ დაიტევს, გული დარჩენას გთხოვს...
ReplyDeleteშენ ყველა ქალი გადამავიწყე სულში ფიქრებით თოვს...
მონატრებიხარ ფიქრებს მომნატრებიხარ მეც...
მინდა გიმღერო საოცნებო შენ!!!
როგორ არ გითხრა ადრე რაც იყო როცა დაგხატა მზემ...
დაგინახე და რაგაც დაიწყო გზად შენზე ფიქრი მდევს...
ეს გაზაფხულის წვიმა ვიცი გისველებს თმებს...
ვერ მოვერიე უშენობას ვერ...
სადა ხარ შენზე ფიქრებში დამთენებია
გაიგე ჩემო უშენოდ არ შემძლებია
ნეტავ ეს წლები უშენოდ საით მიდიან
რამდენჯერ მინდა გაკოცო არ დამითვლია...
ნეტავ რა უნდა გეთქვა ანდა სადა ხარ სად?
ქარებს მოვყავარ შენთან, არ მინდა სხვა
თავზე დაღლილი ფიქრები დამთენებია
ეს მონატრების უძილო ღამეებია
ნეტავ ეს წლები უშენოდ საით მიდიან
რამდენჯერ მინდა გაკოცო არ დამითვლია
ღამე მომიყვანს შენთან
ღამე სიყვარულს სდევს
ისევ ვიქნებით ერთად გიბედავ თქმას...
მიყვარს ეს სიმღერა,უცნაურად ნაცნობი სიტყვები აქვს:)
ReplyDeleteძნელია არ მოგეწონოს ასეთი სიმღერა...
ReplyDeleteme meore da meotxe rchevebs vemxrobi praktikidan gamomdinare
ReplyDelete