ფასდაკლებაა…აი უკვე ყურადღებას იქცევს ეს სიტყვა რა მნიშვნელობა აქვს რას აკლდება ფასი მთავარია რომ რაღაცას აკლდება და ჩვენც ეს „რაღაც“ სასწრაფოდ უნდა შევიძინოთ მიუხედავად იმის რომ დღის წესრიგში სულაც არ დგას მისი მოხმარების საჭიროება. მთავარია იაფად ვიყიდეთ...ყველაფერი იყიდება.. ისიც რასაც გვასწავლიდნენ რომ ვერასოდეს ვიყიდდით ფულით...
...
sale 20%-ით.......ვყიდით მეორად საქონელს......ნახმარ ფიქრებს, გრძნობებს, სიტყვებს, ემოციებს..........
__“ დიახ, დიახ...ეგ სიტყვა ძალიან გაცვეთილია, თანაც გარღვეულია უკვე იმდენი ხანია გულწრფელად არავის უხმარია რომ მტვერიც დაედო, ამიტომ ნახევარ ფასში მოგართმევთ.......
...
და ლაკის წვეტიან გაპრიალებულ"ტუფლებიანი" კაცი ნახევარ ფასში იყიდის სიტყვა "სიყვარულს"......
მობრძანდით.....იყიდება ნახმარი სითბო, გრძნობები.......ღიმილი, ფერები......
__დიახ....რა გნებავთ? ოო, კარგი გემოვნება გქონიათ......და პატარა, მოკლეთმიან, ქოლგიან გოგონას ატანს გაცვეთილ სიხარულს.......
...
და კარებში რიგ-რიგობით შემოდის სხვადასხვა რჯულის, სქესის, ასაკის ხალხი და აბარებს სინდისს.
...
.......იღებენ საფასურს და კმაყოფილები ბრუნდებიან უკან..........ფასდაკლებააა............sale 40%-ით.........მობრძანდით.......თაროებზე საცოდავად აწყვია მტვრიანი სიტყვები..........ობმოკიდებული გრძნობები.........
---დიახ......გნებავთ რამე?
და მსუქანი, ღიპიანი ძია, უაზრო თვალებით ..........ფეხისწვერებზე აიწევა და ბოლო თაროზე შემოდებულ, თავჩაღუნულ სიტყვა "ძალაუფლებას" წაეპოტინება.......დიდხანს ატრილებს ხელში, მაგიდაზე ამაყად დაყრის "ძალაუფლების" საფასურს და გავა.......
sale-ზე ნაყიდი "ძალაუფლებით" უყვირის მის მანქანასთან მოთამაშე ბავშვებს.......
მოდით, მოდით, სანამ დროა......იყიდეთ გაცვეთილი ფრაზები.......ნახმარი და მიტოვებული ფიქრები........ძალიან , ძალიან გაცვეთილი სიტყვები, დალაქავებულები და გარღვეულები მხოლოდ ლარად........
წაიღეთ ლარად სიტყვები : "მიყვარხარ" "მენატრები" "მჭირდები"........იმდენად გაცვეთილია რომ ალბათ მალე სულ ვადა გაუვა და უფასოდაც გაჩუქებთ. „მიყვარხარ“-ს თუ შეიძენთ საჩუქრად „მენატრები“ და „ყოველთის მეყვარები“ მოყვება. განა ცოტაა??ამით უკვე რამდენის თქმა შეიძლება და რამდენის გულის გათბობა...თუ ერთხელ არ გაამართლა შეგიძლიათ მეორედ,მესამედ,მეოთხედ გამოიყენოთ ეს სიტყვები ხომ მრავალჯერადი გამოყენებისაა.
„ტროიკაც“ გვაქვს : "უშენოდ ვერ გავძლებ".......ლარი და ოცად.......იყიდება......ყველაფერი იყიდება......იჩქარეთ.........მიღებულია ნახმარი გამოხედვები, კოცნები, სიტყვები..........მეორადი ცრემლები, ოცნებები......გაცვეთილი ფერები.........მრავალჯერ ნათქვამი და გამოყენებული.......
...
...
იყიდება გაცვეთილი გამოხედვები ქმრებისთვის.........
.
მეორადი კოცნები ცოლებისთვის......
.
ნახმარი დაპირებები შვილებისთვის...........
.
ყველაფერი იყიდება... იჩქარეთ სანამ ფასდაკლებაა............
.
ამ ქვეყანაზე ყველაფერი წმინდა ხომ უკვე კარგა ხანია გაცვეთილია....