
ფასდაკლებაა…აი უკვე ყურადღებას იქცევს ეს სიტყვა რა მნიშვნელობა აქვს რას აკლდება ფასი მთავარია რომ რაღაცას აკლდება და ჩვენც ეს „რაღაც“ სასწრაფოდ უნდა შევიძინოთ მიუხედავად იმის რომ დღის წესრიგში სულაც არ დგას მისი მოხმარების საჭიროება. მთავარია იაფად ვიყიდეთ...ყველაფერი იყიდება.. ისიც რასაც გვასწავლიდნენ რომ ვერასოდეს ვიყიდდით ფულით...
...
sale 20%-ით.......ვყიდით მეორად საქონელს......ნახმარ ფიქრებს, გრძნობებს, სიტყვებს, ემოციებს..........
__“ დიახ, დიახ...ეგ სიტყვა ძალიან გაცვეთილია, თანაც გარღვეულია უკვე იმდენი ხანია გულწრფელად არავის უხმარია რომ მტვერიც დაედო, ამიტომ ნახევარ ფასში მოგართმევთ.......
...
და ლაკის წვეტიან გაპრიალებულ"ტუფლებიანი" კაცი ნახევარ ფასში იყიდის სიტყვა "სიყვარულს"......
მობრძანდით.....იყიდება ნახმარი სითბო, გრძნობები.......ღიმილი, ფერები......
__დიახ....რა გნებავთ? ოო, კარგი გემოვნება გქონიათ......და პატარა, მოკლეთმიან, ქოლგიან გოგონას ატანს გაცვეთილ სიხარულს.......
...
და კარებში რიგ-რიგობით შემოდის სხვადასხვა რჯულის, სქესის, ასაკის ხალხი და აბარებს სინდისს.
...
.......იღებენ საფასურს და კმაყოფილები ბრუნდებიან უკან..........ფასდაკლებააა............sale 40%-ით.........მობრძანდით.......თაროებზე საცოდავად აწყვია მტვრიანი სიტყვები..........ობმოკიდებული გრძნობები.........
---დიახ......გნებავთ რამე?
და მსუქანი, ღიპიანი ძია, უაზრო თვალებით ..........ფეხისწვერებზე აიწევა და ბოლო თაროზე შემოდებულ, თავჩაღუნულ სიტყვა "ძალაუფლებას" წაეპოტინება.......დიდხანს ატრილებს ხელში, მაგიდაზე ამაყად დაყრის "ძალაუფლების" საფასურს და გავა.......
sale-ზე ნაყიდი "ძალაუფლებით" უყვირის მის მანქანასთან მოთამაშე ბავშვებს.......
მოდით, მოდით, სანამ დროა......იყიდეთ გაცვეთილი ფრაზები.......ნახმარი და მიტოვებული ფიქრები........ძალიან , ძალიან გაცვეთილი სიტყვები, დალაქავებულები და გარღვეულები მხოლოდ ლარად........
წაიღეთ ლარად სიტყვები : "მიყვარხარ" "მენატრები" "მჭირდები"........იმდენად გაცვეთილია რომ ალბათ მალე სულ ვადა გაუვა და უფასოდაც გაჩუქებთ. „მიყვარხარ“-ს თუ შეიძენთ საჩუქრად „მენატრები“ და „ყოველთის მეყვარები“ მოყვება. განა ცოტაა??ამით უკვე რამდენის თქმა შეიძლება და რამდენის გულის გათბობა...თუ ერთხელ არ გაამართლა შეგიძლიათ მეორედ,მესამედ,მეოთხედ გამოიყენოთ ეს სიტყვები ხომ მრავალჯერადი გამოყენებისაა.
„ტროიკაც“ გვაქვს : "უშენოდ ვერ გავძლებ".......ლარი და ოცად.......იყიდება......ყველაფერი იყიდება......იჩქარეთ.........მიღებულია ნახმარი გამოხედვები, კოცნები, სიტყვები..........მეორადი ცრემლები, ოცნებები......გაცვეთილი ფერები.........მრავალჯერ ნათქვამი და გამოყენებული.......
...
...
იყიდება გაცვეთილი გამოხედვები ქმრებისთვის.........
.
მეორადი კოცნები ცოლებისთვის......
.
ნახმარი დაპირებები შვილებისთვის...........
.
ყველაფერი იყიდება... იჩქარეთ სანამ ფასდაკლებაა............
.
ამ ქვეყანაზე ყველაფერი წმინდა ხომ უკვე კარგა ხანია გაცვეთილია....
”ამაოების ბაზარიიიიი” - ესაა ჩემი კომენტარი :)
ReplyDeleteსააალ რაიყო რა გჭირს გოგო. შენ ეს პრობლემები არ გაწუხებდა. ჰაა წავიდეთ სათნოების სახლში? :)))). ისე პოსტი კი მართლაც მომეწონა განსაკუთრებით ’მიყვარხარ’ თავისი ბონუსებით და კიდე ’ტროიკები’. ჩემი პატარა -დიდი მოაზროვნე- ვიიინ არის? :*
ყველას "გვიჭამია" ეს "მიყვარხარ" თავისი ბონუსებით და "გვიჭმევია" კიდეც:)))))არაა ეს პრობლემები მე არ მაწუხებს საზოგადოებას აწუხებს:))))ხოო წავიდეთ ერთი კათარზისი კი დაგვხატავდა ეხლა მე და შენ:)))
ReplyDeletemartali xar sali yvela es sityva didi xnis win gacvda da mainc jiutad aris xmarebashi:)))))magaria iyidi 'miyvarxar'-s da amas moyveba msgavsi sisuleleebis mteli kaskadi da chvenc gvixaria :))))))tamta
ReplyDelete"shelaxul tavmoyvarebobaze pass dagvikleb?"magari xar raa aba meti ta vtqva genacvale ideebshi:))
ReplyDeleteდიახ, დიახ...ეგ სიტყვა ძალიან გაცვეთილია, თანაც გარღვეულია უკვე იმდენი ხანია გულწრფელად არავის უხმარია რომ მტვერიც დაედო, ამიტომ ნახევარ ფასში მოგართმევთ.......
ReplyDeleteდა ლაკის წვეტიან გაპრიალებულ"ტუფლებიანი" კაცი ნახევარ ფასში იყიდის სიტყვა "სიყვარულს"......" amaze didi simartle ra xania ar gamigia.jigari xar saal:)azrze xar imdeni xania es sityva gulwrpelad aravis uxmaria rom mtveri daedo da dadzvelda:)))))