Wednesday, October 6, 2010

Many მე

'ერთი, ორი, სამი..... ბევრი'. ეს ჩემი საყვარელი დათვლის ხერხია. არასოდეს მყოფნიდა ნებისყოფა დამალობანას თამასშის დროსაც კი დამეთვალა ბოლომდე.... ვიხილები და მოვდივააააარ. . . რაო? სულსწრაფიო? ჰმ, შესაშური მოთმინებით შემიძლია ველოდო ქუჩაში ტრანსპორტს, მეგობარს, რესპოდენტს ინტერვიუმდე და ასე შემდეგ. ბევრნაირი ვარ, ისეთიც და ასეთიც, შენნაირიც და სრულიად საპირისპიროც.

ხან ქუსლებზე ვდგავარ, ხანაც კეტებით ვახტები უზარმაზარ გუბეებს ქუჩაში.
არ ვიცი როგორი ამინდი მიყვარს ხან წვიმა მიხარია, ხან მზე, ქარი კი არასდროს.
გეგმები არ მაქვს, მხოლოდ ოცნებები.... არადა ხანდახან ასე მგონია ჩემი ცხოვრება რაღაც დიდი კაპიტალური გეგმის მიხედვით ვითარდებათქო.
გარეგნულად თითქოს პეპლებს და ყვავილებს ვეტრფი, შიგნიდან? - დავცინი ასეთებს.
ძველ მეგობრებში ყველაზე უფროსს ვგავარ, ახლებში ვცდილობ ყველაზე პატარად დავრჩე
ვბრაზდები ხოლმე. და ვყვირი, სკანდალებს ვაწყობ, ქუჩაში (ერთხელ ბაზარშიც).... მერე კი მთელი ცხოვრება სინდისი მაწუხებს სიბრაზის ობიექტის გაფართოებული თვალები რომ მახსენდება.
არ მიყვარს ცხოველები ძ ა ღ ლ ე ბ ი. სამაგიეროდ მიყვარს კატისებრთა ოჯახის მტაცებლები.
სულ კარგ ხასიათზე ვარ. ცუდზეც ვარ მაგრამ არ ვიმჩნევ ვინმეს რომ არ გაუხარდეს.
სულ ხალხში მინდა ყოფნა.... ზოგჯერ კი ვნატრობ ყველანი ერთბაშად გაჩუმდნენ
არასოდეს მიოცნებია თეთრ ცხენზე ამხედრებულ სისულელეებზე, თუმცა ამ საკითხზე აგორებულ კამათში ყოველთვის 'მეოცნებეების ინტერესებს ვიცავ'.
არ მჯერა ცრურწმენების და ჯადოქრების. რიჟას რომ დავინახავ ყოველთვის ვბრწკენ გვერდით მყოფ ადამიანს, მაგრამ ეს თამაშს უფრო ჰგავს ვიდრე რამის რწმენას.
არ ვსვამ.... ვთვრები როცა თვრებიან.
არ მიყვარს მხატვრული ნაწარმოებების წერა..... ბავშვობიდან ვწერ იმაზე რაც არ მიყვარს.
მიყვარს ლიტერატურა. ვერ ვიტან ენათმეცნიერებას და მისთანებს.
მიყვარს ზღვა. ცურვა არ ვიცი.
სულ ვიძახი აღარაფერს დავწერ ბლოგზეთქო. მაინც მეწერინება.

8 comments:

  1. ეხლა რომ ვკითხულობდი მეგონა ჩემი ჩანაწერი იყო წლების წინ დაწერილი:)

    ReplyDelete
  2. "სულ კარგ ხასიათზე ვარ. ცუდზეც ვარ მაგრამ არ ვიმჩნევ ვინმეს რომ არ გაუხარდეს.
    სულ ხალხში მინდა ყოფნა.... ზოგჯერ კი ვნატრობ ყველანი ერთბაშად გაჩუმდნენ.." ის რასაც ყოველთვის ვგრძნობ და იშვიათად ვამბობ რადგან მეშინია რომ ვერ გაიგებენ.ამიტომ მიყვარს სოფო ის თითქოს ყოველთვის იმას ამბობს რისი თქმაც მე მინდა და ხანდახან ვერ ვახერხებ:))რატომღაც ყოველთვის საერთოს ვგრძნობთ და რატომ ეგეც არვიცი:)))

    ReplyDelete
  3. სალ ჩვენ ერთად ჩამოგვიყალიბდა ის ცნობიერება რომლითაც აქამდე მოვედით ხოდა შესაბამისად ბევრ რამეში ერთნაირად ვუყურებთ ცხოვრებას. ვიცოდი აქედან ბევრი რაღაცა ძაან გეცნობოდა. :*

    ReplyDelete
  4. sofie, ici ra damemarta? jer ert prazaze vipikre, movnishnav da masze davakomentareb metki, mere meoreze da mtlianobashi bevrze (rogorc shen itkodi). me ramdenadac gicnob, ai, sul zustad aseti xar, amrtla kvelanairi da egaa sheni xibli cispperi tvalebis shemdeg :P ra shuashia, magram dzaaaan mikvarxar!!!

    ReplyDelete
  5. madloba nin :* :*. sul vicodi rom shen chemshi marto emociurobas da mxiarul xasiats ar xeavdi. ertxel gaxsovs gitxari me xo chveulebrivi vartqo da shen gagijdi ra sisuleles idzaxio. zustadac ar xaro chveulebrivio. ai mashin mivxvdi rom ranairadac ar unda momechvenebina am axalgacnobili gogostvis tavi is mainc isetad daminaxavda rogoric martla viyavi. :* dakvirvebuli da chkviani adamiani xar da imitom. (tan shenc chemsavit many nino xar gulis sigrmeshi). . . . . . . .

    ReplyDelete
  6. sop, magali ki xar, magram mainc chans sheni multy profile-oba mag simagleze!!! fish 4ever!!! :**

    ReplyDelete
  7. gr8 sofiii... kargi xaaaar :* :* :*

    ReplyDelete
  8. ai sakutar nawers vkitxulobdi megona...mgoni chemnairi adamianic dadis amqveqnad..magaria sakutari pikrebis wakitva:D

    ReplyDelete