Wednesday, November 3, 2010

სოფიაფილოსოფია (2)


ოდესმე გიფიქრიათ იმაზე რომ ცხოვრებაში მოვლენები ჯაჭვური რეაქციის პრინციპით ვითარდება. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რა იქნებოდა 4 წლის წინ ჩემი ლექტორის სურვილის საწინააღმდეგოდ რომ არ წავსულიყავი ინგლისური ენის კონკურსზე? რა იქნებოდა მის ჯიბრზე ისე რომ არ დამეწერა თემა და მეორე ტურში არ გადავსულიყავი სადაც შემდეგ ჟურნალისტიკაში ძალების მოსინჯვას შემომთავაზებდნენ. რა იქნებოდა ოდესღაც ინგლისური ფილოლოგია ეროვნული გამოცდების პროფესიების ჩამონათვალში ერთი პოზიციით ქვემოთ ჩამეწერა და სხვაგან მოვხვედრილიყავი, შესაბამისად ჩემი სალიკუნას გვერდით არ მესწავლა მთელი 4 წელი?

მაინც რა იქნებოდა ასე რომ არ მოვქცეულიყავით და ისე გაგვეკეთებინა... ვინანებდით? ჩვენ წილ სანანებელს ცხოვრებაში ადრე თუ გვიან მაინც ვინანებთ ყველა ასე რომ სინანულის თემას თავს დავანებებ და უბრალოდ ადამიანური ინტერესით ვიკითხავ, რა იქნებოდა ბავშვობაში ჩემ კლასელ ბექას რომ არ გადავკიდებოდი და მთელი კვირა დაჭმუჭნული ცარიელი ქაღალდები არ მესროლა მისთვის გაკვეთილზე ....მეორე კლასში თავი რომ არ გამეგიჟებინა მუსიკაზე აღარ მატაროთთქო... ან რა იქნებოდა ერთხელ თავისუფლებაზე სიუჟეტისთვის ხალხის გადასაღებად სულ რაღაც 2 წუთით არ შევჩერებულიყავი?????....



არ მჯერა ბედისწრეის, არა არა და არა!!!!!!!!! ვიცი რომ ჩვენს მომავალს ჩვენ თითონ ვქმნით, ვაკეთებთ ჩვენს წილ არჩევანს და ვიგებთ ან ვაგებთ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კი ერთმანეთს ებმის და მიზეზ შედეგობრივი კავშირების ჯაჭვი იქმნება. აქ არაფერია მისტიური და განსაკუთრებული. ეს ყველასთვის საერთოა, უბრალოდ მხოლოდ ზოგიერთი ჩაჰკირკითებს დაუსრულებლად მსგავს რაღაცეებს... და საერთოდაც, რა იქნებოდა ცოტა უფრო ნაკლები რომ მეფიქრა ცხოვრებაში?


3 comments:

  1. ძალიან ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული თუმცა ზოგჯერ ისე ხდება რომ ჩვენს ძალებს აღემატება ხოლმე რაღააცეები და აი ამ შემთხვევას რა ჰქვია არ ვიცი.თითქოს ვიღაცამ განსაზღვრა რომ ეს ასე უნდა იყოს და უძლური ხარ:(ისე მართალი ხარ ცხოვრებაში სჯობს ამაზე ბევრი არ იფიქრო და გაანძრიო ხელი რომ გეშველოს:*

    ReplyDelete
  2. ისეთი რამეც კი რაც არ გამოგვდის, განაპირობებს რაღაცას რაღაცეებს. მაგალითად სამსახურს ვერ შოულდბ: ამან შეიძლება განაპირობოს ის რომ წახვიდე და ცოდნა გაიღრმავო. მერე ეს თავის მხრივ გააპირობებს რამეს და ასე შემდეგ. ახლა ეს ყველაფერი წარმოიდგინე დროსა და სივრცეში გაწელილი და უეჭველი მიხვდები რასაც ვამბობ.

    ReplyDelete
  3. amaze imdens vpikrobdii axla mivxdi ar unda vipikro:P martali xar yvelapris mizezi tviton chvenve vart:

    ReplyDelete