Saturday, December 12, 2009

ვაშააააააააააა!!!!!! მოდიიიიიიის!!!!!!

ბლოგების სრული უმრავლესობა საახალწლო რეჟიმში მუშაობს. ეს გასაკვირი არცაა, წინ ყველაზე ლამაზი, მხიარული და ჯადოსნური ელფერის მქონე დღესასწაული გველის. ჩვენ პირადად ძალიან გვიხარია და უკვე დიდი ხანია დროის უკუთვლა დავიწყეთ ახალ წლამდე.
...
სხვა ბლოგების არ ვიცით მაგრამ რატომღაც საინტერესოდ მოგვეჩვენა საახალწლო სასწაულების თემა, რაც დარწმუნებული ვარ მთელს მსოფლიოში ხდება, ოღონდ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ მათ და გვგონია ასეთი რაღაცეები მხოლოდ ფილმებში ხდება.
ამ მხრივ ყველაზე მაგარი მაინც ”ბედის ირონიაა”. მიდიხარ სახლში და იქ გალეწილი მთვრალი ტიპი გხვდება, რომელიც თავიდან ნერვებს გიშლის მაგრამ რაც უფრო გამოდის ალკოჰოლის ზემოქმედებიდან მით უფრო გივსებს იმ მარტოობას რომელიც თურმე მის გამოჩენამდე სუფევდა შენს ცხოვრებაში. მოკლეთ ეს არის კურიოზი რომელიც ნელ-ნელა თავბრუდამხვევ რომანტიკაში იზრდება. ესეც ერთგვარი საახალწლო სასწაულია.



ახალი წელი სასწაულებს უკავშირდება. ყოველ წელს მილიონობით ევროპელი ბუხრის თავზე ჭრელ წინდებს კიდებს იმ იმედით რომ შუაღამისას გაბერილი, საყვარელი სანტა ჩამოძვრება საკვამურიდან და წინდებში საჩუქრებს ჩადებს. არა უდაოდ ლამაზი ტრადიციაა.
....

საახალწლო საჩუქრები, ეს სულ სხვა თემაა. ერთმა ჩვენმა ამერიკელმა მეგობარმა მითხრა, სანტა კლაუსის არსებობის მანამდე მჯეროდა სანამ 8 წლის ასაკში მის მიერ გამოგზავნილ საჩუქარზე არ აღმოვაჩინე წარწერა Made in China ო. აი მაშინ მიხვდა რომ ლაპლანდიაში საჩუქრებს მისთვის უცნაურყურება პატარა არსებები კი არ ამზადებდნენ არამედ ეს მშობლების მიერ გაკეთებული სიურპრიზი იყო.
......

რა მნიშშვნელობა აქვს გჯერა თუ არა თოვლის ბაბუის, ახალი წელი იმდენად ყოვლისმომცველი და მრავალფეროვანი მოვლენაა, რომ ერთი თუნდაც პატარა სასწაული პერსონალურად შენთვის აუცილებლად მოხდება, უბრალოდ ამისი უნდა გვჯეროდეს . . .
...

3 comments:

  1. მე მჯერა საახალწლო სასწაულების. აღარ მახსოვს შარშან იყო თუ შარშანწინ მაგრამ ძალიან მინდოდა თოვლი და ზუსტად 31 დეკემბერს მოვიდა. ესეც სასწაული იყო, მართალია პატარა მაგრამ მაინც სასწაული. რაც შეეხება საჩუქრებს, :( არასოდეს არ უჩუქებიათ ჩემს მშჴბლებს ახალ წელს ჩემთვის საჩუქარი. ჩემ დას ყოველთვის ჩუქნიდნენ, ალბათ იმიტომ რომ ის იძახდა სანტა კლაუსის არსებობის მჯერაო და მე არასოდეს არ მჯეროდა. წელს ერთი ჩანთა მომეწონა და სახლში რომ მივედი ხმამაღლა და გამოთქმით ვთქვი მაგარი ჩანთა ვნახეთქო და თან დავაყოლე მჯერა რომ თოვლის ბაბუა არსებობსთქო. :) ხოოდა რავიცი.... რავიცი... :))))))

    ReplyDelete
  2. რა საყვარელი პოსტია!
    შენში ბლოგერი ცხოვრობს, ჩემო კარგო, რაც ასე ძალიან მსიამოვნებს. ხშირად პოსტე, ხშირად:))
    მეც, აგერ უკვე 21 წელია, მჯგერა, რომ 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე რაღაც აუცილებლად მოხდება. ჯერ არ მომხდარა? ჯერ არც არაფერი მინახავს. აწი იქნება. აუცილებლად იქნება.
    და როგორც კი იქნება, ის ჯადოსნური იქნება ;))

    ReplyDelete
  3. მადლობა ზურა, ჩვენ ჭიას ვახარებთ რააა. :)))))

    ReplyDelete