Wednesday, December 16, 2009

ყველა ოცნება ახდება..........


როგორც ამბობენ ოდესმე ყველა ოცნება სრულდება ამიტომ ვოცნებობთ თამამად და რეალოიდან სულ ცოტა ხნით გაფრენის არ გვეშინია..თქვენ თუ მოგისმენიათ ასეთი ფრაზა „ფრთხილად შეარჩიეთ ოცნებები..ისინი ოდესმე აუცილებლად ახდება“ რომ გითხრათ ბავშვობიდან ფრთხილად ვოცნებობთქო ალბათ ყველაზე დიდი ტყუილი გამომივა მაგრამ კოსმოსში გაფრენა არასდროს მდომებია, არც მთვარის მოწყვეტა მითხოვია ვინმესთვის უბრალოდ ყოველთვის უცნაურად კარგი ოცნებები მქონდა..აი მაგალითად მინდოდა რომ ჯულიეტას როლი მეთამაშა სცენაზე.მართალია სცენაზე ეს არ გამომივიდა მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ ცხოვრებაში სულ ჯულიეტა გახლავართ რაც ხანდახან არცთუ ისე სასიამოვნოა მაგრამ სხვა გზა არაა როგორც ჩანს ჩემმა ოცნებამ სწორი გზა-კვალი ვერ მოძებნა ცოტა დაიბნა და მეტად უცნაურად ახდა:))


კიდევ ის მინდოდა მეთქვა რომ ოცნების გარდა ადამიანების სწორად არჩევაა ძალიან მნიშვნელოვანი. ვერასოდეს ავირჩევთ მშობლებს, ნათესავებს ,და-ძმას ეს ჩვენს დაბადებამდე უკვე ვიაცამ აირჩია და მხოლოდ სამი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის უფლება დაგვიტოვა.ჩვენ ვირჩევთ პროფესიას,მეუღლეს და მეგობარს და ამის არჩევაში თუ ოდესმე შევცდებით მაშინ ყველაზე დიდ შეცდომას დავუშვებთ რისი გამოსწორება ალბათ მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ. მე მაგალითად ვოცნებობდი როგორ მოვიდოდა ერთ ღამეს თეთრ ცხენზე ამხედრებული შავი პრინცი (სწორად გამიგეთ მეგობრებო მე მხოლოდ შავგვრემანს ვგულისხმობ:)) 9 მთას იქით თავის ზღაპრულ სასახლეში წამიყვანდა და მერე დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდით თუმცა პრინცი აშკარად იგვიანებს ალბათ საკმარისად კარგად არ მიოცნებია ჯერ..იმედია მოვა მაგრამ როდის??? ესეც პრინციპში ყოფნა-არყოფნასავით უკვე საკითხავია:))


ყველაზე მეტად ალბათ მეგობრების არჩევაში გამიმართლა რასაც ალბათ უკვე კარგად ხვდებით არც პროფესიის არჩევაში შევმცდარვარ ვაკეთებ იმ საქმეს რაც მიყვარს თუმცა ამასაც დრო გვიჩვენებს.კიდევ იმაზე ვოცნებობდი რომ დედაჩემი ყოველთვის ცოცხალი და ჩემს გვერდით იყოს და სანამ ეს ასეა მე ყოველთვის პატარა და ბედნიერი ბავშვი ვიქნები..ხო დამავიწყდა კიდევ ერთი ოცნება მაქვს..კაბა რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩავიცვავ და ეს დველაზე განსაკუთრებული იქნება ჩემს ცხოვრებაში.ეს ისეთი ოცნებაა რასაც სხვებისაგან განსხვავებით ცოტათი მაინც ხელი უნდა შეუწყო:))



ასე რომ ნუ შეგეშინდებათ ოცნებების ხშირად იოცნებეთ, მაგრამ ფრთხილად შეარჩიეთ ოცნება..გახსოვდეთ ისინი ოდესმე აუცილებლად ახდება........


2 comments:

  1. აი საღოლ სალოოოო!!!! მაგარია...
    მართალი ხარ, ოცნებები ფრთხილად უნდა შევარჩიოთ თორემ მერე თუ ასრულდა და აღმოვაჩინეთ რომ ეს სულაც არ გვდომებია სინამდვილეში, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. მე ბავშვობიდან მინდოდა ცნობილი ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ოცნება და ახლა ტკბილად მახსენდება.
    რაც შეეხება რომანტიულ ოცნებებს, ვოცნებობდი და ვოცნებობ ოდესმე ვინმემ სიტყვები ”მე შენ მიყვარხარ” ეიფელის კოშკის ფონზე მითხრას, არა კი არ მითხრას, დაიყვიროს მთელი ხმით.... :)))) არ ვიცი, ალბათ მერე იქ, პარიზში არ ვინანებ რომ ამას ვოცნებობდი, ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს. :)))))))))))))))

    ReplyDelete
  2. ყოველთვის ბავშვობიდან მოყოლებული მჯერა რომ ოცნებები ხდება.... მეც ველოდები იმ ერთადერთ ადამიანს რომელსაც ჯერ არ ვიცნობ მაგრამ გულით მჯერა რომ ის მოვა... რაც შეეხება პროფესიას ჯერ არ ამირჩევია, ამაშიც ვფიქრობ რომ კარგათ უნდა დავფიქრდე და ისე ვიანოცბეო, რადგან ვიცი ისეთ პროფესიას ავირჩევ რაც მიყვარს და ბევრ გულისხმევასაც ჩავდებ არ მინდა რამე შეცდომა დავუშვა !

    რაც შეეხება მეგობრებს ერთი უკვე არჩეული მყავს დიდი ხანია და ეჭვი არ მეპარება რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე !!! ეს ადამიანი ჩემი ნამდვილი მეგობარია.... ყველას გისურვებთ თქვენი ოცნებების ასრულებას და საუკეთესო არჩევანის გაკეთებას : )

    ReplyDelete