Saturday, February 13, 2010

უცნობი ნაცნობი წერილები მხოლოდ ჩემთვის... უკანასკნელი წერილი.... 2წლის შემდეგ.....


ვარსკვლავები ისევ აციმციმდნენ ქალაქის თავზე უცბად...სიჩუმემ დაისადგურა,შემდეგ სიომ დაუბერა,დღესაც ისე როგორც სჩვევია ხოლმე...ნაზად და აუჩქარებლად,შემდეგ...

  თუმცა ეს ფრაზები ძალიან ბანალურია და შეიძლება მოსაბეზრებელიც.უბრალოდ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ხელში ისევ ფანქარი აღმომაჩნდა და გამარჯვება იზეიმა დაპირებული წერილის წერის სურვილმა..

  სიგარეტი,საფერფლე,ასანთი და მე..ხუთ წუთში ერთხელ ვმეგობრდებით და სიგარეტის სუნით ისეც გაჟღენთილი ოთახი ნისლში იძირება,ჩემს თვალებს კი ამ ნისლიდან რაღაც ფიგურები გამოჰყავთ,შემდეგ ეს ფიგურები ტვინში ხვდება.ტვინი მათ ნივთბად,გრძნობებად მოგონებებად აღიქვამს და თითოეულზე აგებს აზრს.მხოლოდ ამის შემდეგ ვცდილობ ამ აზრის ფურცლებზე გადმოტანას ზოგჯერ სიტყვების დალაგებით,ზოგჯერ კი წინადადებების..

  ერთ ღერსაც მოვუკიდებ მოვწევ და შევეცდები საკუთარი ტვინიდან გადავწერო ისტორია..ერთი პატარა სიყვარულის,რომელსაც დაგვიანებული მუზა ესტუმრა და თავის უკანასკნელ შედევრს ქმნის...ჩამავალ მზისფერ შემოდგომას..სადაც დაქანცული მოლბერტი ისევ ემსახურება პატრონს..მასაც დაქანცულს..ფუნჯი კვალს ტოვებს,პალიტრა ჭრელია,ვცდილობ გავაცოცხლო თნდაც ერთი წამი ამ პატარა სიყვარულის ისტორიიდან,წამი საოცარი სიჩუმისა საოცარაი განცდის. როგორც ყველა სიყვარულის ისტორია ესეც განსხვავებულია,განსაკუთრებული და ფრენაც შეუძლია..ყვითელი ფოთლებით სავსე ლამაზი ბაღი,ბაღის ზემოთ ისევ ყვითელი ფოთლებია ხოლო მათ ზემოთ მთვარე,მთვარე ჰორიზონტია ამ ისტორიაში და ეს ფრაგმენტი გაჟღენთილია მასში,დაბეჭდილია და შენახული საუკუნოდ...

   აქ არც ჩარჩოებია არც წესები და გმირიც მხოლოდ ორი...მე და ბუსუსა..პატარა და საყვარელი..

ბუსუსა ერთია..

ბუსუსა ლამაზია..

ბუსუსა გაზაფხულია..

ბუსუსა სიყვარულია...

ბუსუსა მუზაა,რომელიც ესტუმრა ხელოვნებას,მასზე ხომ გალაქტიონი წერდა და ბახი უკრავდა..

  რამდენი რამ შეიძლება ჩაატიო ერთ სიტყვაში მაგრამ მაინც რამდენი სიტყვა მჭირდება.კითხვები ყოველთის უფრო მეტია ვიდრე პასუხები მაგრამ კითხვები პასუხებს მაინც ელიან ყოველთის,პასუხები-სიტყვებს,სიტყვები-კოცნას..და ეს ყველაფერი მანამდე გრძელდებე სანამ ვიღაც ისევ კითხვებს არ დაუწყებს ლოდინს,როგორც ბავშვები დედას..ან დედა გაზაფხულს...

   რა აზრი აქვს ყვავილებით მოხატულ კედელს თუ ის იქით ისეც ყვავილებია.რა აზრი აქვს სიცილს თუ ისედაც სასაცილოა...სიყვარული კი ქაღალდშია გახვეული,როგორც კანფეტი და სხვა კანფეტებთან ერთად დახლზე თავის მყიდველს ელის...რადგან კედელზე დახატული ყვავილი იშვიათად ჭკნება, მხოლოდ მაშინ როცა სასაცილოზე აღარ ეცინებათ..ეს ყველაფერი ბუს ნაწილია იმ სამყაროსი რომელშიც გვიწევს ცხოვრება...

  გახსოვს...ერთხელ გითხარი მეშინია...შემიყვარდებითქო..მოვიტყუე..არეული და დაკარგული ვარ საკუთარ აზრებში..შემიყვარდი უკვე ოღონდ ღ მახსოვს როდის..ალბათ მაშინ როცა პირველად ჩაგხედე თვალებში..და ზუსტად მაშინ გამიჩნდა იმის შიში რისის ყოველთვის მეშინოდა და დღემდე მეშინია...რომ არასოდეს არ გადამიყვარდე...შენთან ისე მოვდიოდი როგორც სცენაზე გადიან ხოლმე მსახიობები...შნიღბულები და გადაცმულები...დღეს კი იმიტომ გეუბნები სიმათლეს რომ საგრიმიორო დაკეტილი დამხვდა და გუშინ დარბაზსაც დაავიწყდა ტაშის დაკვრა.....

  ბუს..უნდა წავიდე ..ისევ უნდა წავიდე რადგან ჩვენი სიყვარული განსხვავებულია და განსაკუთრებული..განსხვავებული ამ სამყაროს ჩარჩოებისაგან და ფრენაც შეუძლია ისევ...ამ სიყვარულისთვის ახალი სამყაროა შესაქმნელი სადაც სისხლიან ფონზე მზე კვდება და მთვარე ტირის..სადაც ხევები ღამეს ელიან,დედა კი ისევ გაზაფხულს..ქარი მუსიკაა ფოთლები მუსიკაზე ცეკვავენ, ლურჯი ტბა ცოტა ნასვამია და ძილს აპირებს,მასში კი ისევ ჩიტების გადაფრენის გაელვეა ირეკლება..თითქოს მიხატული აქვს როგორც იმ ქოლგას...

  სილამაზე,რომლის დანახვაც ასე გვიჭირს ადამიანებს რა ახლოს ყოფილა,თითქოს ხელითაც შეგვიძლია შევეხოთ,მაგრამ ვერ ვწვდებით.ეს დაახლოებით ისეა როგორც დურბინდში გახედვისას..ის სილამაზე კი რომელსაც სამყარო ქვია და რომელშიც გვიწევს ცხოვრება მხოლოდ ილუზიაა ამ სილამაზის და არ მინდა ამ ილუზიაში გაქრეს ჩვენი სიყვარული..აქ ხომ მუდმივი არაფერია..მხოლოდ უდაბნო სადაც ქვიშა მზეს ირეკლავს და გამუდმებით მოგზაურობს თითქოს ისიც ქარს ეცეკვება..ქვიშის ბორცვები კი უცბათ ორმოებად იქცევიან,სადღაც კი ისევ ახალი,ისევ დასაშლელად განწირული ბორცვები ჩნდება...არანაირი სიცოცხლის კვალი,ნაბიჯის შემდეგ ნაფეხურებიც ქრებაა..მასში არაფერია მუდმივი და ამიტომაა მუდმივი თვითონ უდაბნო...

   ყველაფერი რაც გვიყვარს რაც გვიხარია და ხანდახან რასაც შეუძლია რომ სევდა მოგვგვაროს გამოზომილად გვაქვს ამ სამყაროში,თუნდაც მზე,თუნდაც მთვარე თუნდაც წვიმა ან გაზაფხული..მაგრამ მაინც გვიყვარს,მაინც გვახარებს და მაინც ველით ყოველთვის..მერე რომ მოვა ამ ჩვენს მთელ დაგროვილ სიყვარულს ვუწილადებთ და წასვლისთანავე ვიწყებთ ახლის გროვებას...

  მოკლედ ეს ალბათ კარგი დასასრულია წერილის,როგორც კარგი დასაწყისი იმ ძველი წერილის რადგან ამასაც უნდა რომ იყოს განსაკუთრებული

  ბუსუსა კი ისევ ატირდება ოცნებებში და ფიფქებს თვალს გაუსწორებს,,თოვლი კი სათუთად შეინახავს ყოველ მის ნაკვალევს იმ იმედით რომ მასაც შეიყვარებენ..თოვლი მე ვარ ბუს..მიყვარს თოვლი მაგრამ სულ არა მოსაწყენია...ყველას ასე უყვარს თოვლი ჩვენ ხომ არასოდეს არ ვიცით რა გვჭირდება სანამ არ ვიპოვნით მას..შემდეგ..ქარი ამოვარდება ხოლმე და აქეთ-იქით გადახრის შადრევანივით ამოხეთქილ კიპაროსებს..იქნებ ქარიც მე ვარ ბუს..მაგრამ სულ ქარიც მოსაბეზრებელია..

  კიდევ რა დარჩა?წვიმა?? წვიმაც მე ვარ ბუს! მართლა მე ვარ..ხომ იცი როგორ უყვარხარ წვიმას..ისიც ხომ იცი რომ ეს სიყვარული უნდა განსხვავდებოდეს სხვებისაგან თორემ ფერს შეიცვლის და ეს სიყვარულიც სხვებს დაემსგავსება..

 ბუს ვრჩები ამ წერილს..ალბათ თვითონაც ხვდები რა მოსდის ამ ფანქარს..წასვლამდე ერთი რამ მინდა გითხრა უბრალოდ...ამ ცხოვრებაში ბევრი ადამიანი შეგხვდება ასეც უნდა იყოს ბუს რადგან სამყარო საინტერესო და მრავალფეროვანია....“წვიმა“ კი მოვა ხოლმე გაკოცებს და...გადაიღებს.მერე ისევ მოვა...მერე ისევ გადაიღებს...მერე ისევ მოგენატრება და ისევ მოვა და ისევ გადაიღებს...სულ „წვიმაც“ მოსაწყენია ბუს................

6 comments:

  1. საერთოდ ასეთ რამეებს გოგოები კითხულობენ ხოლმე და მერე ტირიან:)მაგრამ ასეთი მაგარი რაღაც ჯერ არ წამიკითხავს ძაან მაგარია მართლა ვაღიარებ.სალი ძვირფასო სად შიძლება შენი გაცნობა?:)ქალს რომელსაც ასეთ წერილებს უძღვნიდნენ ხელიდან გასაშვები არაა;))თუნდაც იმიტო რომ დავინახო რით ხარ ასეთი განსაკუთრებული ეს რომ დაიმსახურე:))მაგრები ხართ გოგოებო ძაან მაგრები.ბექა

    ReplyDelete
  2. beqa genacvale magaze ocnebis uplebac aravis aqvs damijere da mat shoris shen...

    ReplyDelete
  3. zalian momewona martla zalian magaria kargi gogo xar sali da albat zalian romantiulic aset ragaceebs wlebis merec rom inaxav.ki girs shesanaxad mere shvilebs waakitxeb:))

    ReplyDelete
  4. და რატო არ აქვს არავის ოცნების უფლება?სალი ძვირფასო შენ რეალურად არ არსებობ თუ რას ამბობს ეს ხალხი:))))

    ReplyDelete
  5. პირველ რიგში მოგმართავთ ყველას დაწერეთ თქვენი ნიკი როდესაც აკომენტარებთ, ასე პასუხის გაცემა უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის. რაც შეეხება სალოს, რა თქმა უნდა არსებობს, და არსებობს რომელია :))))))))))))))))))) წინა წლის პოსტებში სალის სურათებიც დევს, ასე რომ ვისაც ეჭვი ეპარება, გადახედეთ :).

    ReplyDelete
  6. mshvenieri werilebia, dzalian lamazi...
    vatosac dzalian yvarebixar...

    ReplyDelete