Saturday, February 20, 2010

სინათლე ჩემს ფანჯრებში....

   

    წლებს თითქმის არაფერი შეუცვლია..გარდა იმის რომ ცოტა გავიზარდეთ.სხვა ყველაფერი უცვლელად დარჩა, მისი დიდი და მუდამ მოსიყვარულე თვალები,ყველაზე სუფთა და ნათელი ღიმილი, სითბო რომელიც წლების განმავლობაში მუდამ თან დამდევს და არასოდეს მაძლევს მარტო დარჩენის საშუალებას.ის ყოველთვის ჩემთან არის ,არ აქვს მნიშვნელობა ვხედავ თუ არა მარტო მაინც არასოდეს დავუტოვებივარ. არ მახსოვს ოდესმე რამეზე თუნდაც გვეკამათოს,ყოველთვის ყველაფერზე საერთო აზრი გვაქვს.მას ყოველთვის უსიტყვოდ ესმის ჩემი,არასოდეს სჭირდება ახსნა-განმარტება იმის თუ რა, როდის და რატომ გავაკეთე.მისთვის ჩემს ყველაზე სულელურ საქციელსაც კი აქვს გამართლება. 

     მიყვარს იმიტომ რომ ამქვეყნად ყველაზე კარგია, მიყვარს იმიტომ რომ მას ყოველთვის სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს ჩემთვის, მიყვარს იმიტომ რომ ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან და მუდამ გაფრთხილება სჭირდება. ხანდახან როცა ყველაზე ცუდათ ვარ თვალებს ვხუჭავ და პირველი ვინც მახსენდება სწორედ ისაა, ნუგეშს ყოველთვის მასთან ვეძებ რადგან ერთადერთია ვის  უბრალოდ ნათქვამ ერთ სიტყვასაც კი ჩემთვის სასწაულის მოხდენა შუძლია. სულ ერთ სიტყვა და ვგრძნობ როგორ  ბრუნდება სინათლე სულში.

    ის ყველგანაა,უკვე 13 წელია ჩემი ყველა ფიქრის მონაწილეა ასე მგონია ყოველ წამს ერთად ვფიქრობთ. გონებას ისე ცოცხლად აქვს შენახული წლების განმავლობაში მისი ქცევის,ლაპარაკის ყოველი ფრაგმენტი რომ ვხვდები დრო ვერასოდეს ვერაფერს წაშლის. ვიცი სიტყვები ზედმეტია როცა ადამიანი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ყოველთვის ჩემთან

იყო,სკოლაშიც,უნივერსიტეტშიც,მაშინაც როცა ყველაზე მეტად მიხაროდა და მაშინაც როცა ყველაზე მეტად მტკიოდა.გვერდიდან არასოდეს მომცილებია..ასეთია სოფო..ჩემი ერთადერთი ყველაზე საყვარელი დაიკო..ვიცი ამ სიტყვებით ახალს ვერაფერს ვიტყვი რაც უსიტყვოდ ისეც ნათქვამია მაგრამ ხანდახან რამდენიმე დღე ისე გადის რომ ვერ ვურეკავ და  მერე როცა თავისი მუდამ მშვიდი და მოსიყვარულე ხმით მსაყვედურობს „სად დაიკარგე გოგო,“ გულში რაღაც უცნაურ ტკივილს ვგრძნობ ხოლმე ისეთი გრძნობა მაქვს რომ სულ ცოტა ხნით მაგრამ მაინც მარტო დავტოვე და ზუსტად იმ დროს იქნებ ვჭირდებოდი. ვიცი რომ სადაც არ უნდა ვიყო როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა გავაკეთო სოფოს მაინც ყოველთვის ვეყვარები ისეთი როგორიც ვარ ამიტომ ერთადერთია, ვისიც ბოლომდე მჯერა და ბრმად ვენდობი.

     სოფო ჩემთვის ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია. ვიცი მისთვის ეს სიტყვები ახალი არ იქნება მაგრამ მინდა ჩემს დაიკოს დაბადების დღე მივულოცო დღეს ის 22 წლის გახდა და მე კი მაინც გუშინდელ დღესავით მახსოვს მისი ყოველი დაბადების დღე როცა ეზოში დავრბოდით და დამალობანას ვთამაშობდით, როცა ერთნაირი კაბებით ვიწონებდით თავს, როცა ჩვენი ბავშვობის არცერთ დღეს უერთმანეთოდ არ გაუვლია, როცა გვიყვარდა,როცა გვწყინდა,როცა ვიპრანჭებოდით და ყველაფერი გვიხაროდა, როცა ყველაფერი კარგის გვჯეროდა და ერთში არასოდეს შევმცდარვართ რომ ერთმანეთს არასოდეს დავკარგავდით, რომ თუ იქ ზევით რამე არსებობს ჩვენი მეგობრობა იქაც გაგრძელდებოდა..მოკლედ ალბათ ძალიან გამიგრძელდა საუბარი მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო სიტყვები მაინც ვერ ამოწურავს გულში გაჩენილ გრძნობას. 

ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია...დრო გავიდა..ერთმანეთს ყოველდღე ვეღარ ვხედავთ მაგრამ გულში არაფერი შეცვლილა...სანამ  ერთ მიწაზე დავაბიჯებთ..ერთი ჰაერით ვსუნთქავთ ის ყოველთვის ჩემთანაა .....და სანამ ის მყავს  დარაბებს მიღმა მუდამ გაზაფხულია...

6 comments:

  1. აუუუუუ სალოოო. მადლობაააააა. ამასწინად მკითხეს რომელი იყო შენთვის ყველაზე ლამაზი სჩუქარი რაც კი უჩუქებიათო და მაშინ კონკრეტული ვერაფერი გავიხსენე. ახლა მივხვდი თურმე აი ეს ბევრჯერ გაგონილი მაგრამ მაინც უთბილესი სიტყვები ყოფილა ყველაზე სასიხარულო. მიყვარხარ დაიკო. უზომოდ და დიდი მადლობა რომ არსებობ და ჩემს გვერდით ხარ ყოველთვის :* :*. მიყვარხაააააარ!!!!!!

    ReplyDelete
  2. სოფია, გილოცავ :))))

    ReplyDelete
  3. ქვეყნად მხოლოდ ერთი კანონი არსებობს- მიანიჭო ბედნიერება საყვარელ ადამიანებს- ძალიან ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ვიღაცას ასე ძალიან უყვარხარ და ორმაგად დიდი ბედნიერებაა თუ ის შენც ასე ძალიან გიყვარს- სულ ცოტა ამ სიყვარულს მაინც აფასებს.... ამაზე დიდი საჩუქარი არაფერია....

    ReplyDelete
  4. mianicho bedniereba sakvarel adamians- es kanoni araa, es didi sikvarulis machvenebelia. tu es ver shezeli, e.i. an zalian ar gikvars da an zalian ar moindome. sxvanairad ar vici rogor sheizleba ikos. tu gikvars, ukvarxar da amis gafrtxilebas shezleb, gana amaze didi bedniereba aris kidev? albat bevri araferi. sikvaruls danaxvac unda da chvenebac, xoda tu gikvart daanaxeeeeeeeet.

    ReplyDelete
  5. genacvalet gogoebo raaaa, ertmanetze uketesi postebia. albat cxovrebashic aseti saintereso adamianebi xart. am postis sataurs cota sxva kontekstshi gadavitan da vikvi, rom tu gindat sakvarel adamians bedniereba mianichot, nu shegeshindebat , nurc daizarebt- es fraza utxarit mxolod.

    ReplyDelete
  6. სალომეს იმდენი ხანია ვიცნობ და იმდენი რაღაცით გვაქვს დამტკიცებული თუ როგორ გვიყვარს ერთმანეთი რომ ალბათ ამ პოსტამდე ვერც კი წარმოვიდგენდი რაღა უნდა გამეგო ახალი ჩვენს მეგობრობაზე. ხოდა აი მივხვდი, თურმე მეგობრობას პრაქტიკასთან ერთად ძალიან სასიამოვნო თეორიული მხარეც ქონია.

    ReplyDelete