Tuesday, March 23, 2010

ეხ საქართველო.... ეხ ხალხო

თითქმის 3 წელია რაც სკაიპს ვიყენებ მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ახლა ნაკლებად მცალია ასეთი რაღაცეებისთვის და გამოგიტყდებით დიდად აღარც მეხალისება რატომღაც მაგრამ იყო დრო როდესაც ყოველ საღამოს ონლაინზე ვიყავი და აქტიურ მიწერ-მოწერაში ვატარებდი დროს.
...

ირაკლი ერთ-ერთი იმ პირველ სკაიპელთაგანია რომელიც ოდესღაც დავამატე (თუმცა არ ვიცნობდი) და მერე როცა მივხვდი რომ ასეთ ნაცნობობაში არაფერი ყრია, ყველა დანარჩენ მისნაირებთან ერთად წავშალე. მას მერე კვარტალში ერთხელ მეუბნება hi-ს და მეც ვპასუხობ ხოლმე. თუმცა ჩვენი საუბარი 10 წუთზე მეტს არასოდეს გაგრძელებულა. მაინც არ ვიცი რატომ არ მშლის, და ამას არც აქვს არანაირი მნიშვნელობა.
...

დღეს დილით 10 საათისთვის ავდექი, ლექციები არ მქონდა. სახლში არავინ იყო, ყავა ავიდუღე და კომპიუტერი ამოვქოქე. მეილების და ყოველგვარი ინბოქსების შემოწმების მერე სკაიპიც ჩავრთე, ისე თავისთვის. მოკლეთ ჩემი მყუდროება ამ ზემოთ აღნიშნულმა ირაკლიმ დაარღვია (მისი სახელი არ შემიცვლია, მართლა ირაკლი ქვია და ისიც 22 წლისაა. გვარიც ვიცი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს).
...

უსაქმოდ ვიყავი და ერთი-ორი რაღაც ვკითხე. იმანაც მიპასუხა. თურმე კიევში წასულა და უკვე 3 თვეა იქ არის.
[10:44:29 AM] irakli: ravi vertobi padrabativaiu
[10:44:49 AM] Sopo*: 8-)
yochag
[10:45:40 AM] irakli: xoda saburtalo exla is adgilia sadac yvelaze
metad ar minda yofna

მიუხედავად იმისა რომ ახალი გაღვიძებული ვიყავი და დიდად არც ფილოსოფიური განწყობა მქონდა, მაინც დავინტერესდი იმ ფენომენით როცა ამ ასაკის ადამიანები სადმე მიდიან და მერე იქიდან იძახიან რომ საქართველო ერთი დიდი სოფელია.

[10:46:07 AM] Sopo*: uffff bodishi moixade. ici ra magari mze da sitboa axla
saburtaloze :P
[10:46:45 AM] irakli: aqac araa qarbugi da wvima:D
[10:47:28 AM] Sopo*: ... 17 gradusi ver iqneba mainc :P
[10:47:59 AM]
Sopo*: whatever, mjera ro magaria magram saburtaloze cudi araferi wamogcdes :D
(chuckle)
[10:48:47 AM] irakli: hehehee nu gamomixvedi ra saburtalos
damcveli pekinze gavizarde mara magaze meti pasioloki tu rame iyos dedas ficavar
da vabshe saqartvelo

მართალი გითხრათ ცოტა მეწყინა და უფრო მეტად გული დამწყდა ამას რომ ვკითხულობდი. არა იმას კი არ ვამბობ ამ ადამიანზე დიდი პატრიოტი მე ვართქო, უბრალოდ ასეთმა ბრმა მიდგომამ დამწყვიტა გული.

[10:53:44 AM] irakli: xoda didi siamovnebit vityodi uars saqartvelos
moqalaqeobaze
[10:54:07 AM] irakli: mand ar chans araferi da aqedan imdeni
cudi chans ro vabshe shemzizgda


საუბარში გავიგე რომ ირაკლის მობეზრებია აფერისტები, მლიქვნელები, ნარკომანები, ქუჩაში ნაგვის ყრა და ასე შემდეგ და ამის გამო გადაწყვიტა უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე.

ასეთი რაღაცეები ძალიან, ძალინ ბევრჯერ მომისმენია ადამიანებისგან რომლებიც სადმე წასულან და მერე ჩამოსულან. მოკლეთ ყველაზე საცოდაობა ჩემი აზრით ამ ისტორიაში ის არის რომ ირაკლის ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა პასპორტში მოქალაქეობის შეცვლით უნდა და გარბის. მაშინ როცა ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ძალაუნებურად თან წაიღებს სადაც არ უნდა წავიდეს და საწყალმა ეს არც კი იცის.

რასაც ის აკეთებს, ანუ სადღაც უკრაინიდან გაჰკივის რომ საქართველო ნაგავია და ვერ იტანს საბურთალოს, ჩემი აზრით იგივე რამაა რაც ქუჩაში ნაგვის დაყრა როცა იქვე ნაგვის ურნა დგას. სულ კამჩატკაზე რომც გაიქცეს მაინც ვერ ამოიგლეჯს იმას რაც მასში დაბადებიდან ჩაიდო. ძნელი მისახვედრი მაინც არ იყოს რითი ურჩევნია უკრაინა ’პასიოლოკ’ საბურთალოს.

რა მნიშვნელობა აქვს რა გეოგრაფიულ არეალში ხარ ან რა ქვეყნის მოქალაქე ხარ. პრობლემა შენშია და პასპორტის გამოცვალას აზროვნების, მიდგომის და ღირებულებების გამოცვლა ჯობია.

ვცადე, მართლა ვცადე მისთვის გასაგებად ჩამომეყალიბებინა იგივე აზრი მაგრამ რომ მეგონა მიხვდა, პასუხად მომწერა:

[11:02:12 AM] irakli: ex gamoaswari sopo sanam droa da shenc sanam gatxovilxar
mand da chadzirulxar ert adgilze myof morevshi

ხოდა აი მეც მივხვდი რომ ირაკლი ამ ყველაფერს ვერ გაიგებდა. არადა კეთილი ადამიანია, ზუსტად ჩემი ტოლი და იმ წუთას გულითად რჩევას მაძლევდა. ის კი არ იცოდა რომ მორევი აქ საბურთალოზე კი არ დატოვა, არამედ ჩემოდანში ჩაალაგა და თან წაიღო. მეცოდება რადგან ეს არ იცის და ვერც ვერასოდეს მიხვდება.

ახლა უმორჩილესად გთხოვთ არ გააკრიტიკოთ ჩემი პოსტის მთავარი გმირი და ნუ მოსთხოვთ სამშობლოს სიყვარულს და აბჯრის ასხმას.... მას თავისი გასაჭირიც ეყოფა.

5 comments:

  1. მე ხომ გაგაფრთხილე უცხო ადამიანებს არ უნდა ელაპარაკოთქო:))ეჰ სოფო მე მაგალითად სხვა ქვეყანაში ვიცი რომ ვერ ვიცხოვრებ იმიტომ კი არა რომ უკვე გაცვეთილი"ზე-პატროპტიზმი" მახასიათებს უბრალოდ მუდმივად სხვაგან ცხოვრება ძაან ძნელია ჩემთვის.მე ჩემი ქვეყნის ნაგავიც მიყვარს მიუხედავად იმის რომ მარტო ქუჩებში კი არა უკვე "ყველგან" ყრია:))

    ReplyDelete
  2. yochag sopo:) martali xar. nodar dumbazis ar iyos: samshoblo xachapuri ara, comi, rom gamoarchio da marto yveli chamoo. yvelam ase ubralod, rom ,,gaascros" imas rac saqartveloshi xdeba, saqartvelom rogor iarsebos?! gasagebia, rom adamians tsu-shi 17 lari gkonda stipendia da germaniis romeligac qalaqshi 600 evro gakvs, magram ,,mand ar chans araferi da aqedan imdeni
    cudi chans" tu izaxe mashin shens qveyanas ukve ertit naklebi qartveli yavs...

    ReplyDelete
  3. მართალი ხარ მიშკა. პრობლემა მარტო იმაში კი არ არის რომ თუ ყველა გავიქეცით აქ აღარავინ დარჩება, საქმე იმაშია რომ ამ ყველაფერ ცუდს აქ უნდა ებრძოლო და დაამარცხო და არა გაექცე, მითუმეტეს რომ გაქცევა შეუძლებელია.

    ReplyDelete
  4. მე მგონია რომ მიხვდება ერთ მზიან დილას.:) სოფო, კარგა ხანია ასე არც ერთ პოსტს არ შეუტოკებია გული :)

    ReplyDelete
  5. ეხ ინაჩკა, მეც მასე შემიტოკა გული, იმიტომ დავწერე. იმედია მიხვდება, ალბათ ასაკში რომ შევა მაშინ.

    ReplyDelete