Friday, October 15, 2010

ამბავი უცნაურ ეტლში გაჭედილ მთვარეზე

ლიმნიანი ჩაი მიდევს გვერდით და კექსი რომელსაც ქიშმიშები წინასწარ სახელდახელოდ ამოვაცალე (უკვე სპეცი ვარ ამ საქმეში). დამღლელი დღის ბოლოს მივუჯექი ჩემს ყველაზე პირადულ ბლოგს და ვწერ.

დღეს ჩემს მეგობარს, ყველაზე კარგ ნინოს ვეუბნებოდი მგონი ჩვენი პლანეტა ბლოგინგის ეტლში შევიდა და იმიტომ ვწერთ ამ ბოლო დროს ამდენსმეთქი. ცნობისათვის ორივე თევზები ვართ, ძალიან განსხვავებულები მაგრამ ამავდროულად უჰ, ძაან ერთნაირები :).

მეგობრებზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე. სალოზე ყველაზე მეტს, მაგრამ ახლა სხვები მიტრიალებენ თავში (იმას რა უჭირს ).

ერთხელ ფსიქოლოგიის ლექციაზე, მაშინ როცა ლექტორი ბავშვის განვითარების ეტაპებზე გურული კილოთი გვიყვებოდა, სალიმ მითხრა რამე დახატე რაც პირველი მოგაფიქრდება და მე გაგიანალიზებო. იცით რა შემომეხატა? - ძაღლი. ხოდა ჩემმა ჭკუის კოლოფა დაქალმა დიაგნოზი დამისვა, მეგობრის გვერდში დგომა გჭირდებაო.

ალბათ ეხლაც რაღაცა მჭირდება მეგობრებისგან და იმიტომ მახსენდება სხვადასხვა ეპიზოდები მათთან ურთიერთობაში. პრინციპსი გასაკვირი არცაა. აი გზაჯვარედინზე ვდგავარო რომ ამბობენ იქ ვდგავარ მეც.

ძალიან ბევრი მოტივატორი მყავს ირგვლივ (დემოტივატორები კი უფრო მეტ მოტივაციას მიჩენენ ხოლმე). ერთხელ გუგლში წავიკითხე როდესაც რამის გაკეთებას აპირებ და გგონია ვერ შეძლებო წარმოიდგინე შენში ორი ლომი ებრძვის ერთმანეთს, ოქროსფერი და შავიო (ნუ რომელი რომელია კი მიხვდებით თქვენით). იქნება თქენ მაინც გამოიყენოთ გუგლის ეს სიბრძნე რამეში, თორემ მე დიდად ვერაფერში მადგება :).

შორენაა ლომი. ზოდიაქოთი რა თქმა უნდა. იცით როგორ ბრაზდება ხოლმე? შუბლზე ეწერება: "ჰმ, როგორ გამიბედეს" :). ძაან საყვარელია, სულ ცდილობს იზრუნოს ჩემზე. ერთხელ გვიანობამდე რაღაც მასალას ვამონტაჟებდი და უცებ ჭიქას მაწვდის. ეს რა არისმეთქი და აჰა შენ, წეღან წყალი დავლიე და ვიფიქრე სოფოსაც ენდომებაო და ქვემოდან ამოგიტანეო (აი წყლის მომწოდებელი მყავსთქო მე უნდა ვთქვა)। არ მინდოდა მაგრამ მაინც დავლიე :) .

აი კახაც ძაან მზრუნველია და მაგაზე ვბრაზდები ხოლმე. გოგო რომ იყოს დედას მაგას დავუძახებდი შორენას მაგივრად. :) ალბათ იმიტომაა ასეთი ჩემზე უფროსი რომაა। სულ მუშაობს და როცა ჩემთვის არ ცალია სულ ვეწუწუნები მომაქციე ყურადღებათქო, । მერე რომ მოიცლის ვჭორაობთ და ვჭორაობთ. ჩემზე არასოდეს გაბრაზებულა, არადა რამოდენიმეჯერ ნამდვილად ვიმსახურებდი. ყოველთვის მე ვეჩხუბები და ის მისმენს. მერე უცებ ისეთ რაღაცას იტყვის, მშვიდი ტონით რომ სიცილი მიტყდება. ასე მარტო კახა მაცინებს :))))))) ბიჭები, რომლებსაც ვხვდებოდი, იმათი სახელები ერევა და დიდი დომხალი აქვს თავში ამ მხრივ, არადა ყველაფერი ორჯერ ორი ოთხია :))))))))))))))))))))).

სკოლის პერიოდში ერთი მეგობარი მყავდა, ია ერქვა (ქვია კიდეც). ვერ წარმომედგინა რის გამო შეიძლებოდა ოდესმე მეგობრები არ ვყოფილიყავით მაგრამ ფაქტია რომ აღარ ვართ. კლასში ყველაზე ლამაზი თმა ქონდა და ყველაზე მაგარი ჯინსები ეცვა ხოლმე. არ მახსოვს რაზე ვიჩხუბეთ მაგრამ ძაან ვიჩხუბეთ და მერე ნელ-ნელა გაქრა თვალთახედვის არიდან. როცა შევრიგდით ასე ვუთხარი: ქოთანი როცა გატყდება როგორც არ უნდა შევაწებოთ მაინც გაბზარული დარჩებათქო.

ხოდა ისე აგიხდეთ ყველაფერი როგორც ეს სიტყვები აგვიხდა. ახლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება ჩემი ყოფილი მეგობარი და ორი შვილის დედაა უკვე , მაგრამ...... ჩემი BFF აღარაა ;).

გაბზარული ნივთები ჯერ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას გვიჩენს მერე კი ხელს ვკიდებთ და სადღაც თვალისთვის მიუწვდენელ სათავსოში ვაგდებთ.

....... და თურმე დღეს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო 112/5 ხმით…... მასკის პროგრამა 2010 დაწყებულა.... იმედზე ახალი საინფორმაციო სეზონი დაიწყო, არადა იხურებაო იძახდნენ, გუშინ მაია ასათიანმა რეები იბოდიალა?...... ნეტა რა ღირს რუსთავი 2ზე რეკლამა? Fუ როდემდე უნდა წვიმდეს..........

არა რაღაც უცნაურ ეტლში სევიდა თევზების ზოდიაქო აშკარად :))))))))

4 comments:

  1. გადასარევ ფაზეში შესულა ეს თქვენი თევზების ნიშანი:)ამას მე გეუბნებით ლომი–შოკა:)თქვენ წერეთ მე ვიკითხავ,სხვებიც წაიკითხავენ და სოფელიც აშენდება!მართლა კარგია, მე აღარ მეწერება,მეშინია საკუთარ თავთან დარჩენა,არაფერზე ვფიქრობ,არც წარსულზე და არც მომავალზე,მხოლოდ მივყვები დინებას–რაც იქნება იქნება!

    ReplyDelete
  2. უი დაბოლილი მთვარე იატაკზე მოგცურებია შენ, ჩემი ლომო მეგობარო :))))))))))))))

    ReplyDelete
  3. ხო, სოფი, რაღაც აღვირახსნილი ცხენებით სავსე ეტლი აღმოჩნდა და გაანალიზებაზე რა გამახსენდა, იცი? ჩემს პოსტებს რომ გადავხედე, სულ დედაზე მიწერია და რა მჭირს ნეტა? დღეს დაქალს ვუთხარი (აი, ისეთს, სადაც ქოთანი არასდროს გაიბზარება) და ასე მითხრა, მტელი ცხოვრება გაკლდა დედაშენი და იმიტომო. ალბათ მასეა, მაგრამ მე ახლა ჩემი უსაყვარლესი ლომის ამბავი მწვდება, რაღაც არ მომეწონა მისი კომენტი აქ!!! შოოო, მოგვბაძე თევზებს!!!
    პ.ს. სოფიო, მადლობთ :***

    ReplyDelete
  4. etyoba jer kuros paza ar damdgara da chems muzebs isev sdzinavt ratomgac mec ar mewerineba shore samagierod sopos nawers vkitxulob da mgonia rom me vwer xolme:)))eh ras vizavt ase icis amdeni wlebis ertad gatarebam:*:*

    ReplyDelete